პროექტი - "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები"-ს მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გამეცნო ვებ ტექნოლოგიები, კერძოდ მეჩვენებინა საიტის შიდა - სერვერის და გარე - მომხმარებლის მხარე, მოსწავლეებს შეესწავლათ ადმინისტრატორის მუშაობის ფუნქციები, შედეგად დამოუკიდებლად განეთავსებინათ პოსტები საიტზე.
პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2017" დაასრულა სამთვიანი მუშაობა და მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
მინდა ავღნიშნო რომ აქტივობები კარგად მქონდა გათვლილი, თეორიული საკითხები გაიარეს, უამრავი კითხვა გაუჩნდათ და პასუხები მიიღეს, რამდენიმე მოსწავლემ ორჯერ მოისმინა თეორიული მასალა, განსაკუთრებით აქტიურად ჩაებნენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების აქტივობაში.
პირველი სეზონის მიზანი იყო ჩემი დახმარებით შეესრულებინათ პოსტების განთავსება საიტზე.
პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 24 პოსტი.
ფოტომასალა და ინფორმაცია დაწვრილებით, პროექტი - 2017
პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2018" დაასრულა ორთვიანი მუშაობა და მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის მეორე სეზონი, ჩემი მიზანია წინა სეზონის განმავლობაში მიღებული ცოდნის გახსენება - განმტკიცება, მოსწავლეებმა უკვე ჩემი მცირედი დახმარებით შეძლონ პოსტების განთავსება საიტზე, ამ სეზონზე მოსწავლეებმა დამატებით ფორმატზე მომზადებული პრეზენტაციებიც წარადგინეს თანაკლასელებთან - გასაცნობად.
პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი, საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 23 პოსტი.
ფოტომასალა და ინფორმაცია დაწვრილებით, პროექტი - 2018
პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2019" დაასრულა ორთვიანი მუშაობა მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.
პროექტის მიმდინარეობის მესამე სეზონი, ჩემი მიზანია წინა ორი სეზონის განმავლობაში მიღებული ცოდნის გახსენება - განმტკიცება, მოსწავლეებმა ახლა უკვე დამოუკიდებლად ჩემი დახმარების გარეშე უნდა შეძლონ პოსტების განთავსება საიტზე.
პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი, საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 19 პოსტი.
მოსწავლეები სამივე სეზონის განმავლობაში აქტიურად ჩაებნენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების აქტივობაში.
პროექტმა თითოეული სეზონის მსვლელობის განმავლობაში განიცადა მოდიფიკაცია, რადგან პროექტი გრძელვადიანია და ზოგმა მოსწავლემ თემა შეცვალა (მუშაობის დროს მიხვდა რა სჭირდებოდა), ზოგმა საერთოდ სხვა დატვირთვების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობის მიღება.
ერთერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რომელიც განხორციელდა მესამე სეზონის მუშაობის პროცესში არის შემდეგი, მე დავარქვი - ანიმაციის დაბადება.
პროექტის მინდინარეობის დროს მერვე კლასის მოსწავლეებს მივეცი ახალი დავალება - ზღაპარი მათემატიკურ ფორმულებზე. ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით შეასრულეს დავალება. გარდა ზღაპრის დაწერისა, ორმა მოსწავლემ შემომთავაზა ანიმაციის გაკეთება, რა თქმა უნდა დავთანხმდი და ჩემთან მოხდა ერთერთი ანიმაციის გადაღება, ეს უკვე ხელოვნებაა.
მადლობა ბავშვებს ლუკა ლომიძეს და ლუკა ასანიძეს ასეთი კარგი იდეისთვის და ბავშვებს ვინც დაეხმარათ ამ იდეის განხორციელებაში.
ლუკა ლომიძემ სურათები გადაიღო ფოტოაპარატით და შემდეგ ააწყო ანიმაცია, ხოლო ლუკა ასანიძემ მობილურ ტელეფონში შექმნა ანიმაცია.
სურათები გადავიღეთ ჩემთან, ჩემი კამერით, ხარვეზში შეიძლება ჩაითვალოს ის რომ შტატივი არ მაქვს და ფოტოაპარატი წიგნებში იყო ჩაყუდებული და ისე იღებდნენ სურათებს.
ფოტომასალა და ინფორმაცია დაწვრილებით, ანიმაციის დაბადება
მთლიანობაში პროექტის მსვლელობამ დადებითად ჩაიარა, იყო რა თქმა უნდა უმნიშნოლო წვრილმანი ხარვეზები.
პროექტმა დაასრულა მუშაობა და თუ ასეთი დიდი მასშტაბის პროექტს კიდევ დავგეგმავ, მუშაობის დროს გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას.
ფოტომასალა და ინფორმაცია დაწვრილებით, პროექტი - 2019
პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი