2017-04-20



პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2017" დაასრულა სამთვიანი მუშაობა და მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.

პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გამეცნო ვებ ტექნოლოგიები, კერძოდ მეჩვენებინა საიტის შიდა - სერვერის და გარე - მომხმარებლის მხარე, მოსწავლეებს ჩემი დახმარებით შეესრულებინათ პოსტების განთავსება საიტზე.

პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი.

მინდა ავღნიშნო რომ აქტივობები კარგად მქონდა გათვლილი, თეორიული საკითხები გაიარეს, უამრავი კითხვა გაუჩნდათ და პასუხები მიიღეს, რამდენიმე მოსწავლემ ორჯერ მოისმინა თეორიული მასალა, განსაკუთრებით აქტიურად ჩაებნენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების აქტივობაში.

პროექტმა მსვლელობის განმავლობაში განიცადა მოდიფიკაცია, რადგან პროექტი გრძელვადიანია და ზოგმა მოსწავლემ თემა შეცვალა (მუშაობის დროს მიხვდა რა სჭირდებოდა), ზოგმა საერთოდ სხვა დატვირთვების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობის მიღება.

საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 24 პოსტი.

მთლიანობაში პროექტის მსვლელობამ დადებითად ჩაიარა, იყო რა თქმა უნდა უმნიშნოლო ხარვეზები, მაგალითად თეორიულ საკითხებზე საუბარი - სწავლება, მიმდინარეობდა შემთან სახლში, თუმცა სკოლაში უკეთესი იქნებოდა რადგან მთელი კლასი ერთად მოისმენდა, მაგრამ ჩემთან ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები მოდიოდნენ და მცირე ჯგუფებში მუშაობა შეიძლება წარმატების მხრივ დადებითად ჩაითვალოს.

სხვა დროს რომ ასეთი გრძელვადიანი სხვა პროექტი დავგეგმო გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას. კერძოდ ყოველ წვრილმან ხარვეზს გამოვლენილს პროექტის მიმდინარეობის დროს.


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის გეგმა და პოსტები





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2023-07

2023-05

2023-04