2019-04-19



პროექტის მინდინარეობის დროს მერვე კლასის მოსწავლეებს მივეცი ახალი დავალება - ზღაპარი მათემატიკურ ფორმულებზე. ძალიან მოეწონათ და სიამოვნებით შეასრულეს დავალება. გარდა ზღაპრის დაწერისას ორმა მოსწავლემ შემომთავაზა ანიმაციის გაკეთება, რა თქმა უნდა დავთანხმდი და ჩემთან მოხდა გადაღება, ეს უკვე ხელოვნებაა.

მადლობა ბავშვებს ლუკა ლომიძეს და ლუკა ასანიძეს ასეთი კარგი იდეისთვის და ბავშვებს ვინც დაეხმარათ ამ იდეის განხორციელებაში.

ლუკა ლომიძემ სურათები გადაიღო ფოტოაპარატით და შემდეგ ააწყო ანიმაცია, ხოლო ლუკა ასანიძემ მობილურ ტელეფონში შექმნა ანიმაცია.

სურათები გადავიღეთ ჩემთან, ჩემი კამერით, ხარვეზში შეიძლება ჩაითვალოს ის რომ შტატივი არ მაქვს და ფოტოაპარატი წიგნებში იყო ჩაყუდებული და ისე იღებდნენ სურათებს.

ანიმაციები განთავსდება ზღაპართან ერთად პროექტის საიტზე.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 167

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2022-09

2022-07

2022-06