მარინე ღვედაშვილი
პერსონალური ინფორმაცია:
დაბადებული: 22.03.1955 წელს.
ოჯახური მდგომარეობა: გათხოვილი.
განათლება:
თ ს უ - კიბერნეტიკის და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, სპეციალობა: მას - ის მათემატიკური უზრუნველყოფა, კვალიფიკაცია - მათემატიკოსი.
სხვადასხვა პერიოდში მაქვს გავლილი ინგლისურის, საწარმოო ბუღალტერიის, საბანკო ბუღალტერიის და საგადასახადო კოდექსი მცირე მეწარმეთათვის - კურსები.
ენები: ქართული (მშობლიური), რუსული (კარგად), ინგლისური (საშუალოდ).
კომპიუტერული დისწიპლინები: საკმაოდ კარგად ვიცი საოფისე პროგრამები, ფოტოშოპი, აგრეთვე ვფლობ საიტის ინტერფეისის და დაპროგრამების ხელოვნებას: HTML, CSS, JAVA, PHP, MySQL.
სამუშაო გამოცდილება:
1978-1984 წწ ვმუშაობდი 31-ე საავიაციო ქარხანაში, პროგრამისტად.
1986-1990 წწ 54-ე პროფტექნიკური სასწავლებლის საშუალო ჯგუფებში ვასწავლიდი ინფორმატიკას, აგრეთვე ვიყავი საწარმოო სწავლების ოსტატი და ვასწავლიდი ყველა სპეციალურ საგანს და პროგრამულ ენას გამომთვლელი მანქანების ოპერატორების ჯგუფში.
1991-1993 წწ ვმუშაობდი ოპერატორად ქვესადგურში: „ქსანი - 500“.
1995-1997 წწ ვმუშაობდი სამგორის რაიონის გამგეობაში საპრივატიზაციო ბარათების სისტემის სამოქმედოდ შემოღების განყოფილების სპეციალისტად.
1999-2002 წწ ვაწარმოებდი საკუთარ ბიზნეს, სადაც ვასრულებდი დირექტორის, ფინანსური დირექტორის და ბუღალტერის ფუნქციებს.
2005 წ - დამაინტერესა ვებტექნოლოგიებმა, მოვიძიე მასალა ინტერნეტიდან და დავიწყე შესწავლა. მას შემდეგ დღემდე ვიძიებ და ვეცნობი ახალ ინფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.
2010 წ - მივიღე მონაწილეობა პროგრამაში - ასწავლე საქართველოსთვის - პედაგოგი მთის სოფლებში, მათემატიკის პედაგოგის ვაკანსიაზე, რომელიც ჩატარდა პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სადაც დავალებაში იყო მოცემული 25 მათემატიკური პლიუს 25 უნარების საკითხი. გავიარე ტესტირება - მოვხვდი 300 მსურველიდან 25 კაციან სიაში, მაგრამ სამინისტროში შემომთავაზეს სვანეთი და უარი ვთქვი.
2015 წ - მონაწილეობა მივიღე პროექტში - აწარმოე საქართველოსთვის რეგიონალური განვითარებისთვის, თემაზე: "კომპიუტერული შემსწავლელი კურსები: საოფისე პროგრამები, ფოტოშოპი, საიტების დამზადება და კურსები ვებ ტექნოლოგიებში". მივიღე დაფინანსება 5000 ლარის ოდენობით (1000 ლარის ჩემი თანადაფინანსებით). მაგრამ ბოლნისში ნაკლებად დაინტერესებულები არიან ვებ ტექნოლოგიების კუთხით, მათ სჭირდებათ ინფორმაციის მიწოდება ამ საკითხებთან დაკავშირებით.
17.9.2016 - 7.10.2022 წლებში ვმუშაობდი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რატევანის საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.
2022 წლის 27 დეკემბრიდან ვმუშაობ ქ. ბოლნისის სულხან საბა ორბელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად.