2018-05-28



პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2018" დაასრულა ორთვიანი მუშაობა და მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.

პროექტის მიმდინარეობის მეორე სეზონი, ჩემი მიზანია წინა სეზონის განმავლობაში მიღებული ცოდნის გახსენება - განმტკიცება, მოსწავლეებმა ისევ ჩემი დახმარებით შეძლონ პოსტების განთავსება საიტზე, ამ სეზონზე მოსწავლეებმა დამატებით ფორმატზე მომზადებული პრეზენტაციებიც წარადგინეს თანაკლასელებთან - გასაცნობად.

პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი.

მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების აქტივობაში.

საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 23 პოსტი.

პროექტმა მსვლელობის განმავლობაში განიცადა მოდიფიკაცია, რადგან პროექტი გრძელვადიანია და ზოგმა მოსწავლემ თემა შეცვალა (მუშაობის დროს მიხვდა რა სჭირდებოდა), ზოგმა საერთოდ სხვა დატვირთვების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობის მიღება.

მთლიანობაში პროექტის მსვლელობამ დადებითად ჩაიარა, იყო რა თქმა უნდა უმნიშნოლო წვრილმანი ხარვეზები.

პროექტის შემდეგი სეზონის მუშაობის დროს გავითვალისწინებ მიღებულ გამოცდილებას. კერძოდ ყოველ წვრილმან ხარვეზს გამოვლენილს პროექტის მიმდინარეობის დროს.


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის გეგმა და პოსტები





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2023-07

2023-05

2023-04