2019-06-11



პროექტმა "მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები - 2019" დაასრულა ორთვიანი მუშაობა მოსწავლეები შეფასდნენ პროექტით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.

პროექტის მიმდინარეობის მესამე სეზონი, ჩემი მიზანია წინა ორი სეზონის განმავლობაში მიღებული ცოდნის გახსენება - განმტკიცება, მოსწავლეებმა ახლა უკვე დამოუკიდებლად ჩემი დახმარების გარეშე უნდა შეძლონ პოსტების განთავსება საიტზე.

პროექტის მიზნები მიღწეულია სრულად, მოსწავლეებმა აჩვენეს დაგეგმილი პროექტის შედეგი.

მოსწავლეები აქტიურად ჩაებნენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების აქტივობაში.

საიტზე დაიდო მოსწავლეების მიერ შემუშავებული სტატიები და ამოცანები - 24 პოსტი.

პროექტმა მსვლელობის განმავლობაში განიცადა მოდიფიკაცია, რადგან პროექტი გრძელვადიანია და ზოგმა მოსწავლემ თემა შეცვალა (მუშაობის დროს მიხვდა რა სჭირდებოდა), ზოგმა საერთოდ სხვა დატვირთვების გამო ვერ მოახერხა პროექტში მონაწილეობის მიღება.

მთლიანობაში პროექტის მსვლელობამ დადებითად ჩაიარა, იყო რა თქმა უნდა უმნიშნოლო წვრილმანი ხარვეზები.

პროექტმა დაასრულა სამწლიანი მუშაობა, მივიღე დიდი პრაქტიკული გამოცდილება და თუ შევეჭიდები კიდევ გრძელვადიან პროექტს - მუშაობის დროს აუცილებლად გავითვალისწინებ მიღებულ ცოდნას, კერძოდ ყოველ წვრილმან ხარვეზს გამოვლენილს პროექტის მიმდინარეობის დროს.


პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი

პროექტის გეგმა და პოსტები





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04