2023-07-13



როგორც ვიუწყებოდით დავასრულეთ STEAM პროექტები - დახრილობის კუთხის საზომი და ნებისმიერი სივრცული ფიგურის მასის, მოცულობის და სიმკვრივის დადგენის ხელსაწყო, ამასთანვე უკვე არსებული პროექტი მეტეოროლოგიური სადგური - წარვადგინეთ მიმდინარე წლის 13 ივლისს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში კონფერენციაზე.

პროექტი - დახრილობის კუთხის გაზომვა

პროექტი - მასის, მოცულობის და სიმკვრივის დადგენა

პროექტი - მეტეოროლოგიური სადგური

კომფერენციის ორგანიზატორების მოთხოვნით კონფერენციაზე წარვადგინე გასული წლის ქ. ბოლნისის სოფ. რატევანის საჯარო სკოლაში შექმნილი პროექტი - ამინდის ბიურო.

პროექტი - გამოსახულების მიღება ეკრანზე და მატრიცაზე

გამოფენაზე დამთვალიერებლებში ჩვენმა პროექტებმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, ზემოთ ფოტო გალერიაში ნაჩვენებია დაინტერესების ზოგიერთი შემთხვევა.

მოკლე ინფორმაცია კონფერენციაზე წარდგენილი ჩვენი პროექტების შესახებ:

მეტეოროლოგიური სადგური, სადაც იზომება ქარის სიჩქარე, ტემპერატურა და ტენიანობა, ხელოვნურად შექმნილი ქარის პირობებში იცვლება მონაცემები და აჩვენებს როგორც lcd ეკრანზე, აგრეთვე კომპიუტერის ეკრანზე გახსნილ დიაგრამაზე;

დახრილობის კუთხის საზომი ხელსაწყო, რომლის საშუალებითაც იზომება დახრილობის კუთხე და კომპიუტერის ეკრანზე აჩვენებს გრაფიკს და კუთხის შესაბამის ზომას;

ნებისმიერი სივრცული ფიგურის მასის, მოცულობის და სიმკვრივის საზომი ხელსაწყო, სივრცული ფიგურის წყალში ჩადებისას გადმოიღვრება მისი მოცულობის წყალი და დგინდება მონაცემები, რომლებსაც აჩვენებს lcd ეკრანი.

ამინდის ბიურო, მოცემულ პროექტში იზომება ტემპერატურა, ტენიანობა და გარემოს დაბინძურება - მაჩვენებლებს აჩვენებს ასოების ანიმაციით lcd ეკრანი, ხოლო მატრიცაზე გულის ფიგურა მოძრაობს მარცხნიდან მარჯვნივ მუდმივად.

გარდა ჩვენი პროექტებისა სსოს №1 საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა იზა ლოსაბერიძემ და მზია ჩოქურმა კონფერენციაზე წარადგინეს ორი საინტერესო პროექტი.

დიდი დახმარება გაგვიწია კლუბის მუშაობისას №1 საჯარო სკოლის დირექტორმა - მადლობა ქ. ირმა წაქაძეს.

მადლობა სოფ. რატევანის საჯარო სკოლის დირექტორს მაია ხარაიშვილს, რომ მომცა საშუალება გასული წლის პროექტის კონფერენციაზე გატანის, ვინაიდან იქ აღარ ვმუშაობ.

გამოფენამ მაღალ დონეზე ჩაიარა, პროექტებმა და მათ შორის ჩვენმა პროექტებმაც ბევრი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, გადმოგვეცა მონაწილე სკოლებს სერთიფიკატები - სტემ პროექტებში აქტიური მონაწილეობისთვის.

მადლობა ი. ჯავახიშვილის უნივერსიტეტს და განათლების სამინისტროს, კერძოდ გიორგი ლომიძეს და მარეხი მაზანაშვილს კონფერენციის საუკეთესო ორგანიზებისთვის.



პრეზენტაცია - ქ.ბოლნისი, სსოს №1 საჯარო სკოლა

პრეზენტაცია - ქ.ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 8

არქივი

2023-07

2023-05

2023-04