საგნის მასწავლებელი - მარინე ღვედაშვილი
სკოლა - ქვემო ქართლი, ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა
საგანი/საგნები - მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია
კლასი - XI
თემის დასახელება - STEAM - ამინდი, გარემო და ადამიანი
მოსწავლეთა რაოდენობა - 10
განხორციელების დრო - 2 თვე.
შეფასება - განმავითარებელი, გაგება - გამოყენების დონეზე.
თემის შინაარსი და აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან ორობით სისტემას, მასივებს, შეადგენენ გამოსახულებებს ციფრული - ორობითი კოდით და მონაცემებს გამოიტანებ მატრიცაზე და ეკრანზე. ეკრანზე გამოვიტანთ ამინდის, გარემოს და ადამიანის პულსის სენსორულ მაჩვენებლებსს და მატრიცაზე გეომეტრიულ ფიგურებს.
გარდა ზემოთ აღწერილი მონაცემებისა, დავამზადებთ ქარის მზომ მოწყობილობას და ამინდის სენსორულ მონაცემებთან ერთად წარმოვადგენთ ჩვენს მიერ დამზადებულ ხელსაწყოდან მიღებულ ქარის მონაცემს.
პროექტის თემა ძალიან აქტუალურია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ვინაიდან სკოლებში შემოდის STEAM პროექტებით სწავლება და სწავლის ახალი ინოვაციური მიდგომა მოსწავლეებისთვის იქნება მოტივაცია შემდგომი განვითარებისთვის.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
- ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
- საღი მსჯელობა და აღქმა;
- მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად;
- იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა ელექტრული წრედებისა და კოდირების ფორმით;
- ელექტრულ წრედებსა და პროგრამებთან მუშაობის უნარის განვითარება და დემონსტრირება;
- პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
- ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად;
- საიტზე tinkercard.com - მუშაობის პრაქტიკა;
- პროგრამა Arduino-ზე - მუშაობის გამოცდილება.
პროექის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, თვითგანვითარების და დამოუკიდებელი მუშაობის მიზნით.
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ ელექტრულ წრედებზე მუშაობისა და C++ პროგრამულ ენაზე დაწერილ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკას და უნარჩვევას. აღნიშნული მასალის შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო, შეფასების, ანალიზის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თვითშეფასების უნარებს. ბოლოს და ბოლოს შექმნიან პროდუქტს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- დამოუკიდებლად შექმნის ციფრულად გეომეტრიული ფიგურების და ანბანის ასოების ჩანაწერებს;
- მიღებულ ჩანაწერებს განათავსებს პროგრამაში დემონსტრაციისთვის;
- შეუძლია ელექტრული წრედის შექმნა და ფლობს ინფორმაციას საჭირო ინსტრუმენტებზე;
- შეუძლია სენსორულ ხელსაწყოზე მუშაობა და შედეგის ნახვა;
- შეუძლია tinkercard.com ზე პროექტით განსაზღვრული ელექტრული წრედის დამოუკიდებლად გაკეთება;
- შეუძლია პროგრამა Arduino-ს გამოყენება და დაწერილი პროგრამის დემონსტრირება.
საბაზო უნარ-ჩვევები
- ტექსტისა და მათემატიკური ციფრული ჩანაწერის ანალიზის უნარი;
- ელექრული წრედების გაანალიზების და შეფასების უნარი;
- მედია საშუალებების გამოყენება, ანალიზი და შეფასების უნარი;
- ისტ ტექნოლიების ფლობა;
- და ბოლოს STEAM პროექტის პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
სასწავლო პროცედურები
I ეტაპი - პროექტის გაცნობა
თავდაპირველად მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას, გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები STEAM პროექტებთან დაკავშირებით და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, მათ მოსაზრებებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ განვიხილავთ რამდენიმე STEAM პროექტს და ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით ვჯერდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება მსგავსი პროექტის გაკეთება, ვიხილავთ წარმოდგენილ პროექტებს და ვირჩევთ პროექტს - გამოსახულების მიღება ეკრანზე და დავაანონსეთ პროექტი - ამინდი, გარემო და ადამიანი.
დეტალურად ვუხსნი, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა:
- მე - მასწავლებელი დავესწრო ყოველკვირეულ დაანონსებულ კონსულტაციებს;
- კონსულტაციებიდან მიღებულლი ცოდნა გავუზიარო მათ;
- და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ პროექტის შედეგზე.
II ეტაპი - პროექტის პროცესის მიმდინარეობა:
უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ უნდა იმუშავონ ჯგუფურად და ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ შედეგს.
მოსწავლეები შექმნიან პროექტისთვის საჭირო ელექრულ წრედებს, გაარჩევენ და გაანალიზებენ საჭირო პროგრამულ ჩანაწერებს (მინდა ავღნიშნო რომ ასეთი მოკლე დროისთვის მოსწავლეებმა თვითონ რომ შექმნან პროგრამა შეუძლებელია, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ გაანალიზება იქნება შესაძლებელი);
მუშაობის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს, ვაძლევ შესაბამის მითითებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.
III ეტაპი - დასკვნითი ნაწილი
პროექტის დასასრულს მზად გვექნება სამი პროდუქტი: 1. მატრიცებზე გეომეტრიული ფიგურების გამოსახულებების ჩვენება, 2. ეკრანზე - ამინდის, გარემოს და ადამიანის პულსის სენსორული მაჩვენებლები, 3 ქარის მზომი მოწყობილობა.
შედეგი
შექმნილი პროდუქტებით მონაწილეობას მივიღებთ STEAM პროექტების გამოფენა - კონფერენციაზე და წარვადგენთ პრეზენტაციას.
გამოფენა - კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 7 ივლისს.