STEAM კლუბის ხელმძღვანელი / მასწავლებელი - მარინე ღვედაშვილი
სკოლა - ქვემო ქართლი, ქ. ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის სახელობის №1 საჯარო სკოლა
საგანი/საგნები - მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია
კლასი - VIII
თემის დასახელება - STEAM - მეტეოროლოგიური სადგური
მოსწავლეთა რაოდენობა - 10
განხორციელების დრო - 2 კვირა
შეფასება - განმავითარებელი, გაგება - გამოყენების დონეზე
თემის შინაარსი და აქტუალობა
მოსწავლეები შეისწავლიან ორობით სისტემას, მასივებს, შეადგენენ გამოსახულებებს ციფრული - ორობითი კოდით და მონაცემებს გამოიტანენ ეკრანზე. ეკრანზე გამოვიტანთ ტემპერატურის, ტენიანობის და ქარის სიჩქარის მონაცემებს - დიაგრამებთან ერთად.
პროექტის თემა ძალიან აქტუალურია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ვინაიდან სკოლებში შემოდის STEAM პროექტებით სწავლება და სწავლის ახალი ინოვაციური მიდგომა მოსწავლეებისთვის იქნება მოტივაცია შემდგომი განვითარებისთვის.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები
- ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
- საღი მსჯელობა და აღქმა;
- მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად;
- იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა ელექტრული წრედებისა და კოდირების ფორმით;
- ელექტრულ წრედებსა და პროგრამებთან მუშაობის უნარის განვითარება და დემონსტრირება;
- პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
- ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად;
- საიტზე tinkercard.com - მუშაობის პრაქტიკა;
- პროგრამა Arduino-ზე - მუშაობის გამოცდილება.
პროექტის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები
მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, თვითგანვითარების და დამოუკიდებელი მუშაობის მიზნით.
ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ ელექტრულ წრედებზე მუშაობისა და C++ პროგრამულ ენაზე დაწერილ პროგრამებთან მუშაობის პრაქტიკას და უნარჩვევას. აღნიშნული მასალის შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო, შეფასების, ანალიზის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თვითშეფასების უნარებს. ბოლოს და ბოლოს შექმნიან პროდუქტს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- დამოუკიდებლად შექმნის ციფრულად გეომეტრიული ფიგურების და ანბანის ასოების ჩანაწერებს;
- მიღებულ ჩანაწერებს განათავსებს პროგრამაში დემონსტრაციისთვის;
- შეუძლია ელექტრული წრედის შექმნა და ფლობს ინფორმაციას საჭირო ინსტრუმენტებზე;
- შეუძლია სენსორულ ხელსაწყოზე მუშაობა და შედეგის ნახვა;
- შეუძლია tinkercard.com ზე პროექტით განსაზღვრული ელექტრული წრედის დამოუკიდებლად გაკეთება;
- შეუძლია პროგრამა Arduino-ს გამოყენება და დაწერილი პროგრამის დემონსტრირება.
საბაზო უნარ-ჩვევები
- ტექსტისა და მათემატიკური ციფრული ჩანაწერის ანალიზის უნარი;
- ელექრული წრედების გაანალიზების და შეფასების უნარი;
- მედია საშუალებების გამოყენება, ანალიზი და შეფასების უნარი;
- ისტ ტექნოლიების ფლობა;
- და ბოლოს STEAM პროექტის პრეზენტაციის წარდგენის უნარი.
სასწავლო პროცედურები
I ეტაპი - პროექტის გაცნობა
თავდაპირველად მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას, გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები STEAM პროექტებთან დაკავშირებით და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, მათ მოსაზრებებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ განვიხილავთ რამდენიმე STEAM პროექტს და ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით ვჯერდებით, რომ ძალიან საინტერესო იქნება მსგავსი პროექტის გაკეთება, ვიხილავთ წარმოდგენილ პროექტებს და ვირჩევთ პროექტს - გამოსახულების მიღება ლსდ ეკრანზე და დავაანონსეთ პროექტი - მეტეოროლოგიური სადგური.
დეტალურად ვუხსნი, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის საჭიროა:
- მე - მასწავლებელი ვფლობდე საკმარის ცოდნას;
- დავგეგმოთ მიზნობრივი ექსკურსია - ბოლნისის მეტეოროლოგიურ სადგურში;
- და ჯგუფური მუშაობით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ პროექტის შედეგზე.
II ეტაპი - პროექტის პროცესის მიმდინარეობა:
უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ უნდა იმუშავონ ჯგუფურად და ერთობლივი მუშაობით მიაღწიონ შედეგს.
მოსწავლეები შექმნიან პროექტისთვის საჭირო ელექრულ წრედებს, გაარჩევენ და გაანალიზებენ საჭირო პროგრამულ ჩანაწერებს (მინდა ავღნიშნო რომ ასეთი მოკლე დროისთვის მოსწავლეებმა თვითონ რომ შექმნან პროგრამა შეუძლებელია, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ გაანალიზება იქნება შესაძლებელი);
მუშაობის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს, ვაძლევ შესაბამის მითითებს და პროგრამულ უზრუნველყოფას.
III ეტაპი - დასკვნითი ნაწილი
პროექტის დასასრულს მზად გვექნება პროდუქტი: მეტეოროლოგიური სადგური - ტემპერატურა, ტენიანობა და ქარის სიჩქარე, სადაც ყოველგვარი ცვლილება აისახება დიაგრამაზე.
შედეგი
შექმნილი პროდუქტით მონაწილეობას მივიღებთ STEAM პროექტების გამოფენა - კონფერენციაზე და წარვადგენთ პრეზენტაციას.
გამოფენა - კონფერენცია ჩატარდება 2023 წლის 19 მარტს.