2020-01-30



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: IX

თემა: რაციონალური და ირაციონალური რიცხვების კლასიფიკაცია

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 16, მათ შორის სსსმ 1.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები იწყებენ კვადრატული ფუნქციის შესწავლას და ხშირად კვადრატული ფუნქციის ამონახსნი არის ირაციონალური რიცხვი ან გამოსახულება, ამიტომ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვფიქრობ აუცილებელია, რომ შევაფასოთ რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს რაციონალური და ირაციონალური რიცხვების ერთმანეთისგან განსხვავება. კერძოდ განვსაზღვროთ მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სირთულეები და შემდეგ დავეხმაროთ მათ.

სსსმ - გაკვეთილის მიზანი:

შესძლებს ათამდე რიცხვების თვლას წერილობით - ზრდადობით და კლებადობით, შეასრულებს შეკრება გამოკლებას ათის ფარგლებში.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.IX.1 მოსწავლეს შეუძლია რაციონალური რიცხვების შედარება და მათი კლასიფიკაცია

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ამრგვალებს, ადარებს და ალაგებს სხვადასხვა სახით მოცემულ რაციონალურ რიცხვებს;
  • განასხვავებს რაციონალურ და ირაციონალურ რიცხვებს, როგორც პერიოდულ და არაპერიოდულ ათწილადებს და მოყავს ირაციონალური რიცხვის მაგალითები;
  • აღნიშნავს ნაშთის პერიოდულობას ერთნიშნა რიცხვზე ნატურალური რიცხვების თანმიმდევრულად გაყოფისას; განმარტავს შემჩნეულ კანონზომიერებას;
  • წერს რაციონალურ რიცხვებს ეკვივალენტური (მათ შორის სტანდარტული) ფორმით; ადარებს და ალაგებს სხვადასხვა სახით მოცემულ რაციონალურ რიცხვებს (ხარისხი, სტანდარტული ფორმა და ა.შ.).

შედეგი:

  • მოსწავლეებს შეუძლიათ რაციონალური რიცხვების გარჩევა, როგორიცაა წილადი, ათწილადი, პერიოდული ათწილადი;
  • შეუძლიათ რაციონალური რიცხვების შედარება და მათზე მათემატიკური ოპერაციების ჩატარება;
  • შეუძლიათ შეადარონ და განასხვავონ რაციონალური და ირაციონალური რიცხვები.

სსსმ - სტანდარტი

მათ.I.3 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

ნატურალური რიცხვები, მთელი რიცხვები, რაციონალური რიცხვები (მათ შორის პერიოდული რიცხვები), ირაციონალური რიცხვები, ხარისხი და ფესვი. არითმეტიკურლი ოპერაციების ჩატარება ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება;

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, ამოცანები ბარათებზე (დანართი 3), სამუშაო ფურცლები, მინიშნებების ბარათები (დანართი 5), პოსტერის სათაურები (დანართი 4), რიცხვების კლასიფიკაციის ფორმა (დანართი 6), სსსმ მოსწავლის დავალება (დანართი 7).

აქტივობა №1 - სიის ამოკითხვა, საშინაო დავალება, წინარე ცოდნის გააქტიურება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 8 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა დასწრება, საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:

წინა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაცნობე, რომ საშინაო დავალება იყო ჩვენს სამუშაო საიტზე განთავსებული და უნდა შეესრულებინათ, მნიშვნელოვანია დავალება შეასრულონ დამოუკიდებლად (დანართი 2).

საშინაო დავალების შემოწმება იგეგმება მოსწავლეების დისკუსიის საფუძელზე, განსხვავებული აზრები იქნება განხილული და გასწორებული.

აქტივობა №2 - ჯგუფებში დავალების გადანაწილება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

ჯგუფებად ორგანიზება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფები წინასწარ შექმნილია დროის დაზოგვის მიზნით - სულ სამი ჯგუფი, ჯგუფებში მოსწავლეები გადანაწილებული არიან შერეული დონეების მიხედვით, ამ კლასში 16 მოსწავლეა, 15 მოსწავლე გადანაწილდება ჯგუფებში, სსსმ მოსწავლე იმუშავებს საკუთარ დავალებაზე.

ჯგუფში გათვლილია მოსწავლეები: ლიდერი, ამოცანის ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.

აქტივობა №3 - ამოცანის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი

აქტივობის მიზანი:

ამოცანის გაცნობა მოსწავლეებისთვის.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფს ინდივიდუალურად გადაეცემა სამუშაო და შემაჯამებელი ფურცელი, სადაც უნდა შეასრულონ დავალება და ჯგუფურად იმსჯელონ განსხვავებულ შედეგებზე რაციონალური და ირაციონალური რიცხვების კლასიფიკაციის შესახებ (დანართი 3, დანართი 6).

აქტივობა №4 - თანამშრომლობითი მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

წინარე ცოდნის გამოყენებით რაციონალური და ირაციონალური რიცხვების კლასიფიკაცია.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს გადაეცათ სამუშაო ფურცლები რაციონალური და ირაციონალური რიცხვების ჩამონათვლით, მათ ინდივიდუალურად უნდა მოახდინონ მათი კლასიფიკაცია და ჯგუფებში იმსჯელონ განსხვავებულ შედეგებზე. შემდეგ ეს შედეგები გადაიტანონ სხვა ფორმაში რომელსაც წარმოადგენენ.

შემდეგ კი საკუთარ ნაშრომს თვითონ აფასებენ და ადგენენ პრეზენტაციას.

მე, მასწავლებელი დავდივარ მერხებს შორის და ვამოწმებ როგორ მუშაობენ, საჭიროების შემთხვევაში ვერევი მათ მუშაობაში და შესაფერისი კითხვებით მივახვედრებ როგორ უნდა გააგრძელონ ან შეასწორონ არასწორად დაწყებული დავალების შესრულების მსვლელობა.

აქტივობა №5 - ნაშრომების წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 8 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.

აქტივობის აღწერა:

დაფაზე გაკრულია ყველა ჯგუფის დავალება, თითოეული ჯგუფის ლიდერი წარადგენს შესრულებულ სამუშაოს.

ჯგუფები გამოთქვავენ მოსაზრებებს შედეგების შესახებ.

მე ვაძლევ ჯგუფებს განმავითარებელ შეფასებებს და ვინიშნავ არასწორ პასუხებს.

აქტივობა №6 - საშინაო დავალება, განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

შესრულებული დავალემის საფუძველზე ჯგუფებს ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას, ვიყენებ შეფასების რუბრიკას (დანართი 1).

ვაძლევ საშინაო დავალებას.


დანართი 1


დანართი 2


დანართი 3



დანართი 4


დანართი 5


დანართი 6


დანართი 7


გამოყენებული ლიტერატურა

  1. სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
  2. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
  3. გია ნოზაძის მოდულის სამუშაო შეხვედრებზე გამოყენებული სამუშაო მასალა.

გაკვეთილი ჩატარდა 3.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 120

საიტზე იმყოფება: 2


არქივი

2021-07

2021-06

2021-05

2020-12

2020-11