2020 წლის 3 თებერვალს მეცხრე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „რაციონალური და ირაციონალური რიცხვების კლასიფიკაცია“.
გაკვეთილს ესწრებოდა ყველა მოსწავლე, მუშაობდა გეგმით გათვალისწინებული სამი ჯგუფი.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები იწყებენ კვადრატული ფუნქციის შესწავლას და ხშირად კვადრატული ფუნქციის ამონახსნი არის ირაციონალური რიცხვი ან გამოსახულება, ამიტომ წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით ვფიქრობ აუცილებელია, რომ შევაფასოთ რამდენად კარგად შეუძლიათ მოსწავლეებს რაციონალური და ირაციონალური რიცხვების ერთმანეთისგან განსხვავება. კერძოდ განვსაზღვროთ მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სირთულეები და შემდეგ დავეხმაროთ მათ.
სსსმ - გაკვეთილის მიზანი: - შესძლებს ათამდე რიცხვების თვლას წერილობით - ზრდადობით და კლებადობით, შეასრულებს შეკრება გამოკლებას ათის ფარგლებში.
შედეგები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება. მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეხუთე აქტივობაში, მოეწონათ რიცხვების დახარისხების პროცესი, კარგი გამოვიდა თანამშრომლობითი მუშაობაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, დრო ზუსტად 1 წუთი დაგვაკლადა და დასვენება გამოვიყენეთ.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების აქტივობებში გავითვალისწინებ დროის ფაქტორს უფრო ეფექტურად.
