ახალი სკოლის მოდელის შესწავლა საბაზო საფეხურზე ითვალისწინებდა კომპლექსური დავალებების ჩატარებას, მიუხედავად ამისა იანვრის არდადეგების დროს თვითონ დავწერე კომპლექსური დავალება მეათე კლასის მოსწავლეებისთვის, გასავლელი საკითხების გასაუჯობესებლად.
მეორე სემესტრის დასაწყისშივე დავიწყეთ საკითხებთან ერთად წინარე ცოდნის გამეორება - ფაქტობრივი ცოდნის შემოწმება. შევადგინე პროცედურული ამოცანების ტესტი, რომელიც მოიცავდა 32 ამოცანას, ვიმუშავეთ და დამოუკიდებლად აკეთეს ამოცანები მოსწავლეებმა.
2021 წლის 1 თებერვალს წარვადგინე მეათე კლასში კომპლექსური დავალების ბარათი დისტანციურდ, მაგრამ მეორე დღიდან გადავედით პირისპირ სწავლებაზე და სამუშაოს შესრულებამ ნამდვილად ხარისხიანდ ჩაიარა.
რამდენიმე მოსწავლემ წარმოდგინა საუცხოო ნამუშევარი.
ყველა მოსწავლემ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღო სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება.
ერთმა მოსწავლემ თავისი შესრულებული ეს კომპლექსრური დავალება გააგზავნა "მათემატიკის საოცარი სამყარო"-ს კონკურსზე და მესამე საპატიო ადგილი ხვდა წილად - მოსწავლის დაჯილდოება
კომპლექსური დავალების ბარათი - ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა
შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა