2021-06-20



მიმდინარე 2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დასაწყისშივე უფროსკლასელთათვის გამოცხადდა რეგისტრაცია პროექტზე: მათემატიკის საოცარი სამყარო, ვებინარებს უძღვებოდნენ ჩვენი ქვეყნის პროფესორები მათემატიკის დარგში და მოწვეული ქართველი პროფესორები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ერთი სიტყვით ძალიან საინტერესო ჩანდა. ჩემს მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მივაწოდე რეგისტრაციის ბმული, დარეგისტრირდა მეათე კლასის ორი მოსწავლე.

მე თვითონაც გავწევრიანდი ფეისბუკის შესაბამის ჯგუფში და ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს მიმდინარე პროცესებს, ვუყურებდი ვებინარის ჩანაწერებს, მოსწავლეების მხრიდანაც ვიღებდი ინფორამციებს.

სასწავლო წლის დასასრულს პროექტზე "მათემატიკის საოცარი სამყარო" გამოცხადდა კონკურსი, დავალება იყო საინტერესო თემა მათემატიკაში.

ჩემი მოსწავლეებიდან ერთ-ერთი - ლუკა ლომიძე შეეჭიდა ძალიან საინტერესო თემას - მარტივი რიცხვები, გამოიყენა მეცნიერების უამრავი მიღწევა, მაგრამ ვინაიდან სასკოლო პროგრამას გასცდა, ზოგიერთი საკითხი ვერ განიხილა სათანადოდ. მინდა ავღნიშნო რომ იმუშავა სრულიად დამოუკიდებლად, თემა გამომიგზავნა მაშინ, როცა უკვე გადააგზავნა კონკურსზე.

ჩემი მოსწავლეებიდან მეორე - ელენე ლომიძემ კონკურსზე გააგზავნა თავისი შესრულებული კომპლექსური დავალება - ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა - შემოკლებული ფორმით, ვინაიდან კონკურსის ფორმატი მოითხოვდა გარკვეულ ჩარჩოს და მისი დავალება იყო პროგრამა WORD-ის 45 გვერდი. დაიმსახურა კონკურსში მესამე საპატიო ადგილი და ძალიან გამახარა.

ვამაყობ ჩემი მოსწავლეებით.

დაჯილდოების ამსახველი ფოტო:





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2024-01

2023-12

2023-10