2020 წლის 6 თებერვალს მეათე კლასში ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: „დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება მეწარმეობაში“.
მოსწავლეებს საშინაო დავალებად ჰქონდათ, ინტერნეტში მოეძიათ და ჩაეტარებინათ კვლევა რამდენიმე პროდუქტის აქციის პირობებით გაყიდვებთან დაკავშირებით. მათ დავალება შეასრულეს, გამოითვალეს სხვადასხვა კვლევის შედეგებით ჯგუფურად და ორმა ჯგუფმა შეასრულა ორი განსხვავებული დავალება, წარმოადგინეს კვლევის შესაბამისი დიაგრამები.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩვენი გაკვეთილის მიზნები იყო მოსწავლეებს მათემატიკაში მიღებულ ცოდნა - კერძოდ პროცენტის გამოთვლები გამოიყენებინათ მეწარმეობაში - შეესრულებინათ აქციის პირობების ცვლის შესაბამისი პროცენტული ანგრიში და მიეღოთ გამოცდილება რეალური პრობლემის გადასაჭრელად. შედეგები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩვენს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩვენი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩვენს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეხუთე აქტივობაში, მოეწონათ აქციის პირობებით გათვალისწინებული ფასების ანგარიში ლარში და პროცენტში, მათი შედარება და გარკვევა აქციის პირობებიდან გამომდინარე მეტ/ნაკლები ფასდაკლების გამოსათვლელად. გონივრულად გვქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი თითქმის არ გამოიკვეთა, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო მეწარმეობის მასწავლებელი რომ დაგვსწრებოდა, გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო ვერ დაგვესწრო და დაგეგმილი გაკვეთილიც ვერ გადავიტანეთ (მასწავლებელთა სახლში ტრენიგზე დაიბარეს).
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას.