სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.
მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი; ნონა მელაშვილი
საგანი: მათემატიკა
კლასი: X
თემა: დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება მეწარმეობაში.
დრო: 45 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი: 10, სსსმ საჭიროება არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები მათემატიკაში მიღებულ ცოდნას - კერძოდ პროცენტის გამოთვლებს გამოიყენებენ მეწარმეობაში - შეასრულებენ აქციის პირობების ცვლის შესაბამის პროცენტულ ანგრიშს და მიიღებენ გამოცდილებას რეალური პრობლემის გადასაჭრელად.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მოცემულია სხვადასხვა აქციის პირობები და უნდა იანგარიშონ მოსწავლეებმა რომელი პირობა აძლევს მყიდველს მეტ/ნაკლებ მოგებას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.X.5. მოსწავლეს შეუძლია დისკრეტული მათემატიკის ელემენტების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
- რეალური პროცესების დისკრეტული მოდელებით აღწერისას იყენებს რეკურენტულ წესს (მაგალითად, მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური მუდმივი პროცენტული ზრდა).
მეწარმეობა.6. პროდუქტის ფასის დადგენა
- კვლევა - მომხმარებელი და ფასები (რომელიმე პროდუქტის მაგალითზე).
არჩ.მეწ. X/XI/XII.6 მოსწავლეს შეუძლია დაასაბუთოს ვაჭრობის მნიშვნელობა ეკონომიკური კეთილდღეობისთვის.
რესურსები:
შედეგზე ორიენტირებული დავალებები.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე, მათემატიკური ოპერაციების შესრულება ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეში, პროპორცია, პროცენტი.
შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება;
განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).
სასწავლო მასალა და რესურსები:
დაფა, ცარცი, საშინაო დავალება, სამუშაო ამოცანა, ფლიპჩატი, ფლომასტერები, ინტერნეტი, საძიებო სისტემა, სამუშაო საიტი - დავალების სანახავად.
აქტივობა №1 - სიის ამოკითხვა, გონებრივი იერიში, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 3 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა დასწრების შემოწმება, წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა:
წინა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებს ვაცნობეთ, რომ საშინაო დავალება იყო ჩვენს სამუშაო საიტზე განთავსებული, უნდა ენახათ ატვირთული ვორდის ფაილი და შეესრულებინათ დავალება (დანართი 3).
სწრაფად გადავამოწმებ მოსწავლეებმა ნახეს თუ არა დავალება და თუ შეასრულეს, შეცდომებს შემდგომ განვიხილავთ.
აქტივობა №2 - ჯგუფებში დავალების გადანაწილება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი
აქტივობის მიზანი:
ჯგუფებად ორგანიზება.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფები წინასწარ არის შექმნილი დროის დაზოგვის მიზნით, სულ 2 ჯგუფი, ჯგუფებში მონაწილე მოსწავლეები შერჩეულია შერეული დონეენის მიხედვით, ჯგუფში 5 მოსწავლე.
ჯგუფში გათვლილია მოსწავლეები: ლიდერი, ამოცანის ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.აქტივობა №3 - პრობლემის წარდგენა - ამოცანის დასმა, ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი სწავლება, 10 წუთი
აქტივობის მიზანი:
პრობლემის წარდგენა, ამოცანის გაცნობა მოსწავლეებისთვის.
აქტივობის აღწერა:
ვიყენებ შებრუნებულ საკლასო ოთახს. საშინაო დავალებად ჰქონდათ ვორდის ფაილი, რომელშიც მოთავსებული იყო მსგავსი ამოცანა (დანართი 3) და უნდა სახლში მოემზადებინათ დავალება.
დაფაზე ვაკრავ იგივე ვორდის ფაილს ამობეჭდილს, რაც ჰქონდათ გაგზავნილი, ამის შემდეგ მთელ კლასს ვთხოვთ მოიფიქრონ პასუხი, რისი დადგენა შეიძლება იყოს ამოცანის ამოხსნის მიზანი. როგორც მათემატიკაში, ასევე მეწარმეობაში და როგორ გამოვიყენებთ მოცემულ საკითხს ცხოვრებაში. განვიხილავთ საშინაო დავალებაში დაშვებულ შეცდომებს. ჯგუფებს ვაძლევ ამოცანას (დანართი 2).
მოსწავლეების თითოეულ ჯგუფს ვაძლევთ ამოცანას და სიტყვიერ განმარტებას ამოცანის შესახებ.
მოსწავლეებმა თანამშრომლობითი მუშაობის პრინციპით უნდა დაადგინონ:
ფასდაკლების ამოცანაში მოცემული პირობებით, როდის მივიღებთ მეტ/ნაკლებ მოგება.
აქტივობა №4 - პრობლემის გადაჭრა, ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი მუშაობა, 20 წუთი
აქტივობის მიზანი:
ორივე ჯგუფი იწყებს მუშაობას.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში მიცემული ფასდაკლების ამოცანის ამოხსნაზე.
ვამოწმებთ მუშაობის მიმდინარეობას და ვაძლევთ სათანადო კითხვებს, თუ როგორ გამოასწორონ ან გააგრძელონ მუშაობა საჭიროების მიხედვით.
შემდეგ უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.
აქტივობა №5 - პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 6 წუთი
აქტივობის მიზანი:
პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.
აქტივობის აღწერა:
წარმდგენი გაგვაცნობს შესრულებულ დავალებას.
ჯგუფები ერთიმეორეს უსვავენ მათთვის საინტერესო კითხვებს. ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობა №6 - განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი
აქტივობის მიზანი:
მიღებული ცოდნის შეფასება.
აქტივობის აღწერა:
ვაჯამებთ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ორივე მასწავლებელი ვაძლევთ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებთ მათ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებთ მათ შეცდომებს და წარმატებებს.
ვაკეთებთ განმსაზღვრელ შეფასებას.
დანართი 1

დანართი 2

გამოყენებული ლიტერატურა
- სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
- მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
გაკვეთილი ჩატარდა 6.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია