2020-01-14



საგნის მასწავლებელი - მარინე ღვედაშვილი

სკოლა - ქვემო ქართლი, ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა

საგანი - მათემატიკა

კლასი - IX

თემის დასახელება - გეომეტრიული გარდაქმენების გამოყენება ხელოვნებაში და არქიტექტურაში

განხორციელების დრო - 1 კვირა.

შეფასების ფორმები - პრეზენტაციის რუბრიკა (დანართი 1)

მოსწავლეთა რ-ბა, მათ შორის სსსმ - 16, მათ შორის სსსმ მოსწავლე 1

თემის შინაარსი

მას შემდეგ რაც გავიარეთ ღერძული და ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა, დავგეგმეთ პროექტგაკვეთილი. საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ შეიქმნა პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები. მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში ხელოვნებისა და არქიტექურის ნიმუშებზე, სადაც გამოყენებულია ცენტრული და ღერძული სიმეტრია, პარალელური გადატანა, გამოიკვლევენ და მოამზადებენ, აღწერენ ამ გარდაქმნების მათემატიკას, ამ გარდაქმნებს შეასრულებენ მათემტიკურ პროგრამა GeoGebra-ში, შექმნიან პრეზენტაციას.

მოსწავლეები შეისწავლიან გაომეტრიული გარდაქმნების სხვადასხვა გამოყენებას. გააცნობიერებენ მის გამოყენებას ყოფით ცხოვრებაში.

პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაიაზრებენ მათემატიკას, როგორც მეცნიერების მნიშვნელოვან როლს პრაქტიკულ ცხოვრებაში. გამოიმუშავებენ ტრანსფერის უნარს, გააცნობიერებენ რომ თეორიულად შეძენილი ცოდნა შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვადასხვა სიტუაციაში.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მათ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.

  • მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება, თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით, მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.

განსავითარებელი უნარ-ჩვევები

  1. ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
  2. საღი მსჯელობა და აღქმა;
  3. მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  4. ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად;
  5. იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
  6. სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  7. საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
  8. პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
  9. ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად.
პროექის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები

მოსწავლეებს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა, შეძლონ ცენტრული და ღერძული სიმეტრიების განსაზღვრა და დახასიათება, ერთმანეთისგან განსხვავება. გეომეტრიული გარდაქმნების სიბრტყეზე შესრულება კოორდინატების გამოყენებით. მოსწავლე გაეცნოს ქართულ არქიტექტურაში, მხატვრობაში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს. გამოუმუშავდეთ ხელოვნების ნიმუშის კვლევის უნარჩვევა. მოსწავლე მოძიებული მასალის საშუალებით გაეცნოს და შეადაროს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრესი ნიმუშები, ამოიცნოს ცენტრული და ღერძული სიმეტრიები, პარალელური გადატანა. ისტ -ის გამოყენებით მოსწავლემ შეძლოს ინფორმაციის მოძიება, პროგრამა GeoGebra-ში მუშაობა, მასალის მომზადება და პრეზენტაციის გაკეთება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  1. დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით ირჩევს საკვლევად მისთვის საინტერესო მათემატიკურ საკითხს (მოსწავლის არჩევანი შეიძლება განაპირობოს არქიტექტურული შედევრის, ხელოვნების ნიმუშის, სამუზეუმო ექსპოზიციების ან ყველას ერთდროულად, გაცნობამ);
  2. საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური, აუდიო/ვიდეო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის, ასევე ლიტერატურული წყაროების საშუალებით (ფოტოები, ნახატები, ფრესკები, არქიტექტურული ნაგებობები,);
  3. კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.
საბაზო უნარ-ჩვევები
  1. ტექსტის ანალიზის უნარი;
  2. ფოტოების დახარისხება, გაანალიზების და შეფასების უნარი;
  3. მედია საშუალებების გამოყენება, ანალიზი და შეფასების უნარი;
  4. ისტ ტექნოლიების ფლობა;
  5. პრეზენტირების უნარი.
სასწავლო პროცედურები

I ეტაპი - პროექტის გაცნობა

თავდაპირველად მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას, გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები სასწავლო თემის და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, მათ მოსაზრებებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ განვიხილავთ სახელმძღვანელოში მოცემულ ფოტო დოკუმენტებს და ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენების მიხედვით ერთობლივად ვაანალიზებთ პროექტგაკვეთილის მიზანს. შემდეგ ვაცნობ მოსწავლეებს პროექტის შინაარს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას.

დეტალურად ვუხსნი თუ როგორ უნდა მოამზადონ და განახორცელონ საკუთარი პროექტი:

  1. უნდა მოიძიონ ინფორმაცია - ტექსტური და მედია მასალის, არჩეულ თემაზე, ამ შემთხვევაში გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენება ხელოვნებასა და არქიექტურაში;
  2. მასალის დამუშავება - მოძიებული მასალა როგორ გაანალიზონ და დაამუშავონ;
  3. პრეზენტაცია - ბოლოს უკვე გამოთქმული იდეების საფუძველზე შევადგნეთ პროექტთან დაკავშირებულ კითხვარს, რომლებსაც მოსწავლეები გაითვალისწინებენ პრეზენტაციის შედგენის დროს.

II ეტაპი - კვლევის დაწყება

უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ ჯგუფური მუშაობისას ყველამ თანაბრად უნდა გამოიჩინოს თავი და ამავდროულად ვურიგებ მათ ინდივიდუალური მუშაობის შეფასების რუბრიკას, შემდეგ ვთხოვ მათ რომ გაინაწილონ დავალებები მათი შესაძლებლობების მიხედვით. ერთი წევრი მოიძიებს ტექსტურ მასალას, მეორე - ფოტო მასალას, მესამე ააწყობს პრეზენტაციას, მეოთხე წარმოადგენს უკვე დასრულებულ სამუშაოს, კვლევის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაძლევ შესაბამის მითითებს რათა არ გაცდნენ პროექტის ჩარჩოებს

III ეტაპი - დასკვნითი ნაწილი

პროექტის დასასრულს ჯგუფები წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებულ დავალებას პრეზენტაციის საშუალებთ (პრეზენტაცია შეიძლება იყოს პაუერ პოინტის დოკუმენტი, ანიმაცია, ვიდეო ან სხვა სახის).

დამხმარე რესურსი და გამოყენებული ლიტერატურა

დამხმარე რესურსი

ფოტოკამერა, პროექტორი, კომპიუტერი, პროგრამა GeoGebra, ინტერნეტკავშირი.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საძიებო სისტემა - GOOGLE;
  2. ვიკიპედია;
  3. ხანის აკადემია;
  4. სახელმძღვანელო IX - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი;
  5. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
  6. და სხვა.

დანართი 1



პროექტის ხელმძღვანელის email - web@sites.ge

პროექტის ხელმძღვანელის ბლოგი - http://p.sites.ge


გაკვეთილი ჩატარდა 27.01.2020 წელი - პროექტგაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 120

საიტზე იმყოფება: 1


არქივი

2021-07

2021-06

2021-05

2020-12

2020-11