2020 წლის 27 იანვარს მეათე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „ორუცნობიან განტოლებათა/უტოლობათა სისტემები“.
გაკვეთილს არ ესწრებოდა ერთი მოსწავლე ავადმყოფობის გამო, ამიტომ ერთ ჯგუფში ხუთი მოსწავლის მაგივრად იყო ოთხი მოსწავლე.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზნები იყო მოსწავლეებს მოეხდინათ ფუნქციების კლასიფიკაცია, შეედგინათ ორი ფუნქციიდან უტოლობათა სისტემა (უტოლობათა ნიშნები თვითონ უნდა დაედგინათ), ამოეხსნათ - როგორც განტოლებათა სისტემა, სადაც ერთი წრფივი განტოლებაა და მეორე კვადრატული, აეგოთ გრაფიკი და უტოლობათა სისტემის ამონახსნთა სიმრავლეები დაედგინათ, შედეგები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეხუთე აქტივობაში, მოეწონათ ფუნქციების დახარისხების პროცესი. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი თითქმის არ გამოიკვეთა, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო ჯგუფური მუშაობისთვის შეჯიბრების ფორმა რომ მიმეცა.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების აქტივობებში გავითვალისწინებ დროის ათვლას და სწრაფ აზროვნებას შეჯიბრების თვალსაზრისით.