სერია - სოციალური პროექტის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.
პროექცის ხელმძღვანელი: პედაგოგი - მარინე ღვედაშვილი
სკოლა: ქვემო ქართლი, ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა
რესურსი - "გასაფერადებელი ბრტყელი გიგურები" - პირველი კლასელებისთვის.
პროექტის მონაწილენი: IX კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: 1 კვირა - 4 გაკვეთილი
ბიუჯეტი/რესურსი: კონპიუტერი, ინტერნეტთან წვდომა, ინტერნეტში მოძიებული მასალა (გასაფერადებელი ბრტყელი ფიგურების/ ობიექტების სურათები), საბეჭდი მოწყობილობა, ასაკინძი მოწყობილობა, თაბახის ფურცლები, ალბომების ყდები, შესაკრავი ზამბარები.
მეცხრე კლასის მშობლები გვეხმარებიან საჭირო მასალის შეძენაში.
პროექტის ხელმძღვანელს გააჩნია ყველა საჭირო მოწყობილობა.
პროექტის აქტუალობა:
პირვლე კლასის მასწავლებელმა თავის ყოფილ მოსწავლეებთან, დღვანდელ მეცხრე კლასელებთან საუბარში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების შემცველი რესურსი ჰქონოდა პატარებისთვის. მეცხრე კლასის მოსწავლეებმა ჩემთან ახსენეს მათი საუბრის დეტალები, გავნიხილეთ წინადადება და ჩამოვაყალიბეთ იდეა, შეგვექმნა გასაფერადებელი ალბომები და გადაგვეცა საჩუქრად პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
პროექტი ბრტყელი გასაფერადებელი ფიგურებით/ ობიექტებით სწავლება წარმოადგენს ეფექტურ სწავლებას და ხელს უწყობს პირველი კლასის მოსწავლეებში სიბრტყეზე განლაგებული ფიგურების გარჩევადობას, დასწავლას, ობიექტებიდან საჭირო ფიგურების ამორჩევას, დასახელებას და ფიგურების შესახებ ცოდნის გამტკიცებას.
პირველი კლასის მოსწავლეები მიმდინარე მათემატიკის სტანდარტებით საჭიროებენ სიბრტყეზე ბრტყელი ფიგურების გარჩევას და დამახსოვრებას - ცოდნის გამტკიცებას.
მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი - გასაფერადებელი ბრტყელი ფიგურების/ ობიექტების შემცველი ალბომები, დაეხმარებათ პირველი კლასის მოსწავლეებს მიმდინარე საკითხების, კერძოდ ბრტყელი ფიგურების შესწავლასა და ცოდნის განმტკიცებაში.
მიზანი ესგ - თან თავსებადობა:
გ) ტექნოლოგიური თუ ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
დ) დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება;
ე) იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე;
ზ) კომუნიკაცია ინდივიდებთან და ჯგუფებთან;
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ. IX.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა/შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
- ახდენს სიბრტყეზე მოცემული წირის მიახლოებას ტეხილის საშუალებით და იყენებს ამ მეთოდს წირის სიგრძის შეფასებისას ან მიახლოებით გამოთვლისას. (მაგალითად, მრუდ წირზე მოძრაობის მარშრუტის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა; წრეწირის სიგრძის მიახლოებითი გამოთვლა);
- დაადგენს ფიგურის ზომებს შორის დამოკიდებულების ტიპს და იყენებს ამ დამოკიდებულებას ამოცანების ამოსახსნელად.
რესურსი: შედეგზე ორიენტირებული დავალებები.
მათ. IX.11. მოსწავლეს შეუძლია მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
- არჩევს დაუჯგუფებელ რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას (ტექნოლოგიების გამოყენებით ან მის გარეშე);
რესურსი: შედეგზე ორიენტირებული დავალებები.
მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა
შედეგი თვალსაჩინოა, თუ:
- რომელიმე ხერხით (მაგალითად, აპლიკაციით ან ნახატის საშუალებით) ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
- უთავსებს სხვადასხვა ბრტყელი ფიგურების მოდელებს ერთმანეთს ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
- სწორად პასუხობს კითხვებზე ობიექტთა ურთიერთმდებარეობის (მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ;
შედეგი:
- მოსწავლე დამოუკიდებლად, დახმარებით გარეშე ირჩევს პროექტისთვის გამოსაყენებელ ფოტო-მასალას, ამუშავებს საჭირო ზომით და ფორმატით;
- შეუძლია ამობეჭვდა და მომზადება ასაკინძად;
- შეუძლია აკინძვა და რესურსის - მინი ალბომის შექმნა.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები:
- ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
- საღი მსჯელობა და აღქმა;
- მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
- ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად;
- იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა;
- სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
- საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;
- პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
- ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად.
მოსწავლეების არსებული მდგომარეობა:
- შეუძლიათ მოიძიონ ინფორმაცია (ფოტოები) GOOGLE საძიებო სისტემაში;
- შეუძლიათ ფოტოების დახარისხება, ანალიზი და შეფასება;
- შეუძლიათ მედია საშუალებების გამოყენება, ანალიზი და შეფასება;
- ფლობენ ისტ ტექნოლიებს;
- შეუძლიათ საბეჭდი და ასაკინძი მოწყობილობების გამოყენება;
- ფლობენ გაფორმება - რეკლამირების უნარს.
ამოცანა:
პირველი კლასელებისთვის რესურსი - გასაფერადებელი ალბომების შექმნის გზით, მათი კომპიუტერული და სხვა დისწიპლინების ცოდნის და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება.
ალბომები გაფორმდება ასე: პირველი გვერდის ინფორმაცია - ვისთვის მზადდება რესურსი, შემდეგი ათი გვერდი გასაფერადებელი ფიგურები/ ობიექტები, მეთორმეტე გვერდი, ინფორმაცია ალბომის შემსრულებელი ჯგუფის წევრების შესახებ.
განსახორციელებელი ამოცანები, პროექტის მოკლე აღწერა:
მეცხრე კლასის მოსწავლეებმა პირველი კლასის მასწავლებელთან, ნანა მიქელაძესთან, საუბარში გაარკვიეს რომ მოსწავლეებმა ანბანი და ციფრები კარგად იციან და აქვთ მასთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი ვიზუალური მასალა, საჭიროებენ გეომეტრიულ ბრეტყელ ფიგურებთან მუშაობას და ცოდნის განმტკიცებას. მასწავლებელმა მოსწავლეები ჯგუფებად რომ ამუშაოს საჭიროა 6 განსხვავებული ალბომი (კლასში 18 მოსწავლეა და ჯგუფებში სამუშაოდ გათვალისწინებულია 3 მოსწავლე).
გადაწყვეტილება მიღებულია, გასაფერადებელი გეომეტრიული ბრტყელი ფიგურების / ობიექტების კონსტრუირების უკეთ გააზრების მიზნით, მეცხრე კლასის მოსწავლეები ამზადებენ ალბომებს პირველი კლასის მოსწავლეებისთვის საჩუქრად გადასაცემად.
მოსწავლეები პროექტის ხელმძღვანელთან ერთად ადგენენ ალბომზე მუშაობის გეგმას. მოსწავლეები იყოფიან 6 ჯგუფად, ჯგუფში ორი მოსწავლე - მათი ინტერესების და შესაძლებლობების მიხედვით (თითო ჯგუფი შექმნის თითო ალბომს). ერთი მოსწავლე მოიძიებს ინტერნეტში ფოტო მასალას, დაახარისხებს და დაამუშავებს, მეორე - აკეთებს ანალიზს და აწყობს ალბომს.
ამის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად.
გაკვეთილი I
მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს დაასახელონ გასაფერადებელი ობიექტები/ფიგურები რომელიც შეიძლება ჩართული იყოს ალბომში.
დაფაზე ფიქსირდება მოსწავლეების მიერ ჩამოთვლილი და მოკლედ აღწერილი ფიგურები/ ობიექტები. მასწავლებელი ეხმარება ინფორმაციის გახსენებასა და სრულყოფაში.
მოსწავლეები ასახელებენ:
- სამკუთხედი,სხვადასხვანაირი ოთხკუთხედი, წრე;
- ერთფიგურიანი გამოსახულებები: ბურთი, სამკუთხა სახაზაავი, რვეული, წიგნი და სხვა;
- რამდენიმე ფიგურის შემცველ გამოსახულებებს - სახლი, მატარებელი და სხვა.
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ ტექსტები, რომელიც განთავსებული იქნება გასაფერადებელი ალბომის პირველ და ბოლო გვერდზე ინფორმაციის სახით.
გაკვეთილი II
ამ გაკვეთილზე ხდება მოსწავლეთა მიერ მოძიებული გასაფერადებელი ფოტო - მასალის დათვალიერება და შემოწმება, რამდენად კარგად გაართვეს თავი დასახულ ამოცანას და რამდენად შეესაბამება მოძიებული ფოტო - მასალა პირველი კლასის მოსწავლეთა სწავლების სტანდარტებს.
ასევე მოსწავლეები წარმოადგენენ პირველ და ბოლო გვერდზე განსათავსებელნ ინფორმაციას ტექსტების სახით.
ამ გაკვეთილზე ხდება პირველი შუალედური შეფასება/ მონიტორინგი.
გაკვეთილი III
ალბომში განსათავსებელი ტექსტური ინფორმაცია და გასაფერადებელი ფოტო - მასალა მოძიებულია.
იწყება ფოტო მასალის დახარისხება დამუშავებაზე მუშაობა, ფოტოს ზომის დადგენა, რომ ფოტო უნდა იყოს A4 - ის ფორმატის, ან თუ ერთ გვერდზე ორ ფიგურას განვათავსებთ მაშინ A4 ფორმატის ნახევარი, ამიტომ ყველა სურათი უნდა დავიყვანოთ საჭირო ზომაზე და ავაწყოთ გვერდები შესაბამისი სურათებით, საჭიროა ათი გვერდის აწყობა.
ამ გაკვეთილზე მოხდება მეორე შუალედური შეფასება.
გაკვეთილი IV
ექვს ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები ახდენენ აწყობილი ალბომების დემონსტრაციას და პრეზენტაციას. პრეზენტაციამდე ეცნობიან მათი ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმებს. ამ გაკვეთილზე ხდება შეფასება იმისა, რამდენად საინტერესოდ და კომპაქტურად იქნა შესრულებული სამუშაო და რამდენად საინტერესოდ არის წარმოდგენილი ბრტყელი ფიგურები/ ობიექტები დასრულებულ ნამუშევარში - ასახავს თუ არა პირველი კლასელების მოთხოვნილებებს და მათ საჭიროებებს.
ფასდება რესურსი - გასაფერადებელი ალბომი.
შედეგი თითოეული ჯგუფი ქმნის ერთ ალბომს, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია პირველ და ბოლო გვერდზე, თუ ვისთვის არის განკუთვნილი ალბომი და ვინ შექმნა. დანარჩენ გვერდებზე წარმოდგენილია გასაფერადებელი ფოტო - მასალა პირველი კლასელებისთვის მათი სწავლის სტანდარტებიდან გამომდინარე - ბრტყელი ფიგურები/ ობიექტები. ობიექტები შეიცავს რამდენიმე ბრტყელ ფიგურას და მოსწავლეები დაასახელებენ და გააფერადებენ მოცემულ ფიგურებს, მიიღებენ და განიმტკიცენენ ცოდნას კეთებით (გაფერადებით).
მეცხრე კლასის მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითშეფასების უნარები.
შედეგად იქნება 6 ალბომი - რესურსი პირველი კლასელებისთვის.
შეფასება: დანართი 1, დანართი 2, დანართი 3
გამოყენებული ლიტერატურა: სასწავლო და სოციალური პროექტების გეგმების კრებული.
დანართი 1

დანართი 2

დანართი 3 - პროექტის შეფასება
მოსწავლეების თვითშეფასების ფურცელი.
პროექტი დასრულდა 18.02.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია