2020 წლის 18 თებერვალს მეცხრე კლასმა დაასრულა მუშაობა სოციალურ პროექტზე „გასაფერადებელი ბრტყელი ფიგურები“ - პირველი კლასელებისთვის.
პროექტის აქტუალობა მდგომარეობდა შემდეგში - პირველი კლასის მასწავლებელმა თავის ყოფილ მოსწავლეებთან, დღევანდელ მეცხრე კლასელებთან საუბარში აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების შემცველი რესურსი ჰქონოდა პატარებისთვის. მეცხრე კლასის მოსწავლეებთან საუბრისას გაკვეთილზე გავარკვიე რომ მათ დახმარება სჭირდებოდათ, გავნიხილეთ წინადადება და ჩამოვაყალიბეთ იდეა, შეგვექმნა გასაფერადებელი ალბომები და გადაგვეცა საჩუქრად პირველი კლასის მოსწავლეებისთვის.
პროექტი ბრტყელი გასაფერადებელი ფიგურებით/ობიექტებით სწავლება წარმოადგენს ეფექტურ სწავლებას და ხელს უწყობს პირველი კლასის მოსწავლეებში სიბრტყეზე განლაგებული ფიგურების გარჩევადობას, დასწავლას, ობიექტებიდან საჭირო ფიგურების ამორჩევას, დასახელებას და ფიგურების შესახებ ცოდნის გამტკიცებას.
პირველი კლასის მოსწავლეები მიმდინარე მათემატიკის სტანდარტებით საჭიროებენ სიბრტყეზე ბრტყელი ფიგურების გარჩევას და დამახსოვრებას - ცოდნის გამტკიცებას.
მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსი - გასაფერადებელი ბრტყელი ფიგურების/ ობიექტების შემცველი ალბომები, დაეხმარებათ პირველი კლასის მოსწავლეებს მიმდინარე საკითხების, კერძოდ ბრტყელი ფიგურების შესწავლასა და ცოდნის განმტკიცებაში.
ჩატარებული პროექტის შესახებ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად დროის სიმცირისა (დრო ჰქონდათ მიცემული ერთი კვირა) სამუშაო შესრულდა მაღალ დონეზე, თავდაპირველად მოიძიეს რესურსი, მშობლების დახმარებით შეიძინეს თაბახის ფურცლები და ყდის მასალა, ხოლო ასაკინძი მოწყობილობა მე თვითონ მაქვს და შევთავზე მისი გამოყენება. მოსწავლეებმა მოიძიეს საჭირო ინფორმაცია ინტერნეტში, თავიანთი შეხედულებების მიხედვით ააწყვეს გვერდები, გააფორმეს და აკინძეს ალბომი, წარმოადგინეს ექვსი ალბომი - რესურსი.
მოსწავლეები მუშაობდნენ დიდი მონდომებით და სიყვარულით, პირველი - ისინი პირველი მასწავლებლის მოსწავლეებისთვის ამზადდებდნენ საჩუქარს და მეორე - მათ ალბომების კეთების პროცესი ძალიან მოეწონათ და დიდი სიამოვნებით ასრულებდნენ.
მეორედ ასეთი პროექტის დაგეგმვას თუ დავაპირებთ გავითვალისწინებ მიღებულ შედეგებს და უფრო ფართომაშტაბიან დაგეგმარებას ექნება ადგილი, რადგან მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტის მსვლელობამ.