2020-01-30



2020 წლის 30 იანვარს მეთერთმეტე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „უბან-უბან წრფივი ფუნქციები“.

გაკვეთილს არ ესწრებოდა ერთი მოსწავლე ავადმყოფობის გამო, ამიტომ გაკვეთილის გეგმაში დაანონსებული სამი ჯგუფის ნაცვლად ორი ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს გამოეკვლიათ უბან-უბან წრფივი ფუნქცია, განესაზღვრათ მახასიათებლები, მინიმუმის/მაქსიმუმის წერტილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაედგინათ ფუნქციის მნიშვნელობათა არე, აეგოთ გრაფიკი და გაეცათ პასუხები ამოცანაში მითითებულ კითხვებზე. შედეგები სრულად იქნა მიღწეული, მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

გაკვეთილის აქტუალურობა გამოიხატება მის პრაქტიკულობაში, გამოიყენება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრის დროს.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ მეოთხე აქტივობაში, მოეწონათ ფუნქციების მახასიათებლების დადგენა. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო, პრეზენტაციების წარდგენაც იყოს საუკეთესო.

მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი გამოიკვეთა, სამი ჯგუფის ნაცვალად იმუშავა ორმა ჯგუფმა, ჯგუფებში როლები დაანონსებული მქონდა ხუთ მოსწავლეზე და ამიტომ ოთხი ჯგუფის შექმნა ვეღარ მოვახერხეთ, მაგრამ ვფიქრობ უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო სამ ჯგუფს ემუშავა.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების დროს შემძლებ ჯგუფებში როლების თავიდან გადანაწილებას.


გაკვეთილის გეგმა






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2024-01

2023-12

2023-10