2020-01-29



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: XI

თემა: უბან-უბან წრფივი ფუნქციები

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 14, სსსმ საჭიროება არ არის.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლემ შეძლოს და უშეცდომოდ გამოიკვლიოს უბან-უბან წრფივი ფუნქცია, განსაზღვოს მახასიათებლები, მინიმუმის/მაქსიმუმის წერტილები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დაადგინოს ფუნქციის მნიშვნელობათა არე, ააგოს გრაფიკი.

გაკვეთილის აქტუალურობა გამოიხატება მის პრაქტიკულობაში, გამოიყენება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრის დროს.

უწყობს შემდეგი უნარების განვითარებას:

  1. კრიტიკული აზროვნების;
  2. მსჯელობა-დასაბუთების უნარის;
  3. მათემატიკურ-ლოგიკური ინტელექტის;
  4. სოციალური უნარ-ჩვევების
  5. კომუნიკაციის;
  6. თანამშრომლობის;
  7. შემოქმედებითობის;
  8. თანამშრომლობის;
  9. საკუთარი აზრის გამოთქმის;
  10. რობლემის გადაჭრის.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია ფუნქციებისა და მათი თვისებების გამოყენება რეალური ვითარების მოდელირებისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ:

  • იყენებს (ტრიგონომეტრიულ, უბან-უბან წრფივ, საფეხურებრივ, მაჩვენებლიან, ლოგარითმულ) ფუნქციებს და მათ თვისებებს რეალური პროცესების მოდელირებისას;
  • ახდენს ფუნქციის ნულების, ფუნქციის მაქსიმუმის/მინიმუმის ინტერპრეტირებას იმ რეალური პროცესის/ვითარების კონტექსტში, რომელიც ამ ფუნქციით აღიწერება;
  • იყენებს სიბრტყეზე წრფივი ოპტიმიზაციის მეთოდებს რეალურ ვითარებასთან დაკავშირებულ ამოცანებში (მაგალითად, შეზღუდული რესურსების ეფექტიანად გამოყენების ამოცანებში) წრფივის ფუნქციის მაქსიმუმის/მინიმუმის მოძებნისას.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

წრფივი ფუნქცია, წერტილებისა და სიბრტყის განლაგების შემთხვევების გარჩევა, ფუნქციის თვისებების ცოდნა, მოდულის ცნება, მოდულის შემცველი გამოსახულებების გარდაქმნა, წრფივი ფუნქციის გრაფიკების აგება, ფუნქციის მნიშვნელობის გამოთვლა მოცემულ წერტილში, სიმეტრია წრფის მიმართ .

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება;

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, სამუშაო ფურცლები, ფლიპჩატი, ფლომასტერები, პოსტერები, შეფასების რუბრიკა, პროგრამა GeoGebra.

აქტივობა №1 მოსწავლეთა დასწრება, საშინაო დავალების შემოწმება, წინარე ცოდნის გააქტიურება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

სიის ამოკითხვა.

საშინაო დავალების შემოწმება.

წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა:

ვამოწმებ მოსწავლეთა დასწრებას.

საშინაო დავალებას შევამოწმებ შემოვლით და პასუხების გადამოწმებით, არასწორი პასუხის შემთხვევაში განვიხილავთ ამოცანას დაფაზე და ეს წინარე ცოდნის გააქტიურებაც იქნება.

ფრონტალური კითხვებით მოვახდენ წინარე ცოდნის გააქტიურებას.

აქტივობა №2 ჯგუფებში დავალების გადანაწილება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

ჯგუფებად ორგანიზება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფები წინასწარ არის შექმნილი დროის დაზოგვის მიზნით, სული 3 ჯგუფი, ჯგუფებში მონაწილე მოსწავლეები შერჩეულია შერეული დონეენის მიხედვით, ჯგუფში 5 მოსწავლე, მესამე ჯგუფში ოთხი მოსწავლე რჩება და მე შევასრულებ დროის აღმრიცხველის ფუნქციას. ჯგუფში გათვლილია მოსწავლეები: ლიდერი, ამოცანის ამოხსნის ჩამწერი, პრეზენტაციის ჩამწერი, პრეზენტაციის წარმდგენი და დროის აღმრიცხველი.

აქტივობა №3 ამოცანის გაცნობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეებისთვის ამოცანის წარდგენა და მინი ლექცია საკითხის აქტუალურ მხარეზე

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ინდივიდუალურად გადაეცემათ დავალება ამოცანის სახით და მოხდება მოკლე მიმოხილვა მოდულის შემცველი წრფივი ფუნქციის გამოყენებასთან მიმათებაში. მოსწავლეები გაეცნობიან შეფასების რუბრიკას.

მზადყოფნას გამოთქვავენ მუშაობის დასაწყებად.

აქტივობა №4 ჯგუფური მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს გადაეცათ სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 181 - ჯგუფური მუშაობისთვის განკუთვნილი „უბან-უბან წრფივი ფუნქცია“ - თითო დავალება.

მე დავდივარ რიგებში და ვამოწმებ მათი მუშაობის მიმდინარეობას, საჭიროების შემთხვევაში კითხვებით ვახვედრებ როგორ უნდა გაასწორონ დაშვებული შეცდომა, ან გააგრძელონ შეჩერებული მუშაობა.

დავალების შესრულების შემდეგ აკეთებენ ამოცანის პრეზენტაციას.

აქტივობა №5 პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 9 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.

აქტივობის აღწერა:

წარმდგენი გაგვაცნობს შესრულებულ დავალებას.

ჯგუფები ერთიმეორეს უსვავენ მათთვის საინტერესო კითხვებს. მე ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა №6 საშინაო დავალება, განმავითარებელი/განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 4 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:

ვაჯამებ რა გაკვეთილს, თითოეულ ჯგუფს ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას, ვაფასებ მათ წარმოდგენილ პრეზენტაციებს, ვაანალიზებ მათ შეცდომებს და წარმატებებს.

ვაკეთებ ჯგუფების განმსაზღვრელ შეფასებას. კრიტერიუმები მოცემულია ქვემოთ.

ვაძლევ საშინაო დავალებას სახელმძღვანელო - გურამ გოგიშვილი, თეიმურაზ ვეფხვაძე, ია მებონია, ლამარა ქურჩიშვილი, გვ. 180 – 4,5 და 6 ამოცანები ამოსახსნელად.



გამოყენებული ლიტერატურა

  1. სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
  2. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;

გაკვეთილი ჩატარდა 30.01.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 4

არქივი

2024-01

2023-12

2023-10