2020-02-08


კვლევა - თვითრეგულერებადი სწავლება

2020 წლის 5 და 6 თებერვალს ჩავატარე კვლევა თემაზე „ონლაინ რესურსების ჩართულობა მათემატიკის სწავლების პროცესში და მოსწავლეებში თვითრეგულაციის უნარის განვითარება“.

კვლევის ჩატარების მიზანია, ჩვენი ტესტირების საიტის სრულყოფა ისეთი ფუნქციებით, რომ მოსწავლეს შეეძლოს საიტზე შესვლა და დამოუკიდებლად მისთვის საინტერესო მათემატიკური პრობლემის მოგვარება. ამჟამად დავიწყეთ მუშაობა პროექტზე „მათემატიკური ცნებები“, ჩვენი მიზანია საიტზე განთავსდეს ყველა ალგებრული თუ გეომეტრიული ცნება. მოსწავლე სასწავლო წლის ბოლოს აბარებს წიგნს და თუ მოსწავლეს არ ახსოვს წინა წლის მასალა, მაშინ ეძებს ინტერნეტში, ინტერნეტში მრავალი ვიდეო და ელექტრული გაკვეთილია და ერთი ცნების მოსაძებნად შეიძლება მთელი ვიდეოს ყურება მოუხდეს.

აგრეთვე ჩვენი უახლესი მიზანია უკვე არსებული ტესტების საიტი წარმოვადგინოთ ისეთი ფორმით, რომ მოსწავლე როდესაც იმყოფება საიტზე, ცალკეული ტესტის პასუხს ამოწმებს მაშინვე და თუ მიიღო არასწორი პასუხი, მაშინ ჰქონდეს ბმულით წვდომა ამოცანის ამოხსნაზე, რომ შეეძლოს ნახვა რატომ ვერ გავიდა შედეგზე.

კვლევა ჩავატარე მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასებში, სადაც ვასწავლი - სულ 40 მოსწავლე. მოსანიშნი კითხვები ზოგი მოითხოვდა რამდენიმეს ერთდროულად მონიშვნას და ამიტომ სხვადასხვა კითხვაზე ხმების რაოდენობა სხვადასხვანაირად გადანაწილდა.


გთავაზობთ კითხვებს ხმების საერთო რაოდენობით და მათი განაწილების შესაბამის დიაგრამებს.


კითხვა 1: რა რესურს იყენებთ როდესაც საშინაო დავალებას ვერ აკეთებს?

დააგროვა 65 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 2: რა დონეზე გჭირდებათ საშინაო დავალების შესრულებისას დახმარება?

დააგროვა 53 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 3: თქვენ თვლით, რომ ინტერნეტ რესურსი მათემატიკის სწავლაში გეხმარებათ?

დააგროვა 41 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 4: რა სირთულეებს აწყდებით მათემატიკის სწავლებისას?

დააგროვა 54 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 5: როგორი აქტივობა მოგწონთ მათემატიკის სწავლებისას?

დააგროვა 70 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 6: მათემატიკის სწავლებისას იყენებთ თუ არა კომპიუტერს?

დააგროვა 63 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 7: გსმენიათ თუ არა ონლაინ რესურსებზე და თუ გამოგიყენებიათ?

დააგროვა 107 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 8: მათემატიკის შესწავლისთვის არსებულ ონლაინ რესურსებთან დაკავშირებით, რომელი აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს?

დააგროვა 115 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 9: მოსწავლემ რომ შეძლოს დამოუკედებლად მათემატიკის ათვისება, ამისათვის საიტი რა ფუნქციებს უნდა ასრულებდეს?

დააგროვა 106 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 10: რა ფუნქციის დამატება დასჭირდებოდა ჩვენს საიტს თქვენ რომ გამოგეყენებინათ მათემატიკის სასწავლებლად?

დააგროვა 108 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 11: და რა ფუნქციას შეასრულებდი ჩვენი საიტის განახლებაში, რომ დაემატოს შემდეგი ფუნქციები?

დააგროვა 57 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



კითხვა 12: მოსწავლეებმა უკვე დაიწყეს პროექტზე „მათემატიკური ცნებები“ მუშაობა, რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

დააგროვა 48 ხმა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდა:



დასკვნა: მოსწავლეები მუშაობენ და იცნობენ ჩვენს სამუშაო საიტს, ფიქრობენ რომ მართლაც საჭიროა განახლება და პროექტი „მათემატიკური ცნებები“ დროულია, თუმცა ტესტები - ამოხსნებით რომ იყოს ესეც უკვე მნიშვნელოვანია. მოსწავლეების დიდმა ნაწილმა აგრეთვე დააფიქსირა, რომ საჭიროა ვიდეო გაკვეთილების წარმოდგენა საიტზე საკითხების უკეთ გარკვევის მიზნით, ეს უკვე მომავლის გეგმაა.

მოსწავლეების გარკვეულმა ნაწილმა მონიშნა რომ ეზარება დავალების შესრულება, ეს უკვე გზავნილია ჩემთვის და საჭიროა ვიფიქრო როგორ გამოვასწორო, რომ დავალების შესრულება სასიამოვნო იყოს მოსწავლისთვის, ნაწილობრივ ამ ხარვეზის მოგვარებასაც ემსახურება ეს გამოკვლევა.

კითხვებში არ მქონდა შეყვანილი საიტები, როგორიცაა: desmos.com, GeoGebra და მოსწავლეებმა თავად დააფიქსირეს, რადგან ხშირად ვმუშაობთ აღნიშნულ საიტებზე, დაავაკმაყოფილე მათი აზრი და ჩავსვი დიაგრამებში.

გარდა ამისა, ხშირად ვმუშაობთ ტელეფონის APP-ებზე, როგორიცაა ტრიგონომეტრიული ფუნქციების მნიშვნელობები და ტრიგონომეტრიული განტოლებების ამოხსნა, მრავალნიშნა ხარისხების და ფესვების მნიშვნელობები, გრაფიკების აგება მოდულის შემცველი ფუნქციების, უბან-უბან წრფივი ფუნქციების გრაფიკული წარმოდგენა, გრაფიკების აგება უტოლობების ამოსახსნელად და მრავალი სხვა.



კვლევის კითხვარი






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2023-07

2023-05

2023-04