2018-05-04



პირველი უნარი - თანამშრომლობითი სწავლის ფორმის გამოყენება

რამდენად კარგად ვფლობ თანამშრომლობითი სწავლის ფორმას არ ვიცი, მაგრამ ჯგუფური მუშაობის მეთოდი რამდენჯერმე გამოვიყენე და ყოველი შემდგომი გაკვეთილის დროს ვიგრძენი რამდენად უკეთესი ხარისხის გამომიდა წინასთან შედარებით.

ჯერ კიდევ გასულ წელს როცა დავიწყე მუშაობა სკოლაში, ნოემბერში გამოვიყენე ჯგუფური მუშაობა მეშვიდე კლასში, თუმცა არ ვიცოდი ასეთი სწავლება თუ შეიძლებოდა. უარყოფითი რიცხვების ახსნის შემდეგ მოსწავლეები, რომლებმაც ვიგრძენი რომ კარგად გაიგეს ახსნილი მასალი, ავირჩიე ლიდერებად, ჯგუფებად დავყავი დანარჩენი მოსწავლეები და ვთხოვე აეხსნათ ახალი მასალა მეგობრებისთვის. შედეგი მომეწონა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი ამ მეთოდის არსებობა და მისი მნიშვნელობა. შემდეგ გავიმეორე მეექვსე კლასში მათთვის შესაბამის მასალაზე.

მიმდინარე სასწავლო წელს ჯგუფური მუშაობა მეორე სემესტრში ხუთჯერ ჩავატარე სხვადასხვა კლასში და შედეგი მივიღე ვფიქრობ ნორმალური.

მიმდინარე სასწავლო წლის პირველ სემესტრში, პირველი მოდულის დავალება განვახორციელე მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასებში. მათ შორის მეშვიდე კლასში კლასგარეშე ჯგუფური მუშაობა დავგეგმე და უკმაყოფილო არ ვარ ბავშვებმა კარგად იმუშავეს.

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებას ეფუძვნება. ამ დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება დამოუკიდებელი მუშაობის, შემოქმედებითი და ინტერპრეტაციის, ანალიზის, შეფასებისა და შეჯამების უნარი.

ჩემი პორტფელიო: http://p.sites.ge


მეორე უნარი - დროის ეფექტურად მართვა

წარმატებული სწავლებისა და კლასის მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა დროის ეფექტურად მართვა.

დროის არაეფექტური განაწილება განსაკუთრებით აშკარად დავინახე ტრენინგის გავლის შემდეგ და მივხვდი, რომ ბევრ რამეს არასწორად ვაკეთებ და ხარვეზებია ჩემს მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში.

მაგალითად, გაკვეთილის დროულად დაწყებისა და დასრულების გარდა, სასწავლო ღონისძიებები ისე უნდა დაიგეგმოს, რომ მოსწავლეს საკმარისი დრო ჰქონდეს სამუშაოს შესასრულებლად, მაგრამ თავისუ¬ფალი დრო არ უნდა დარჩეს ყურად¬ღების გასაფანტად. ამისათვის საჭიროა გაკვეთილის გეგმა მეტ აქტივობას მოიცავდეს და დროის დარჩენის შემთხვევაში მოსწავლე სათანადოდ დაკავდეს.

გარდა ამისა აუცილებელია მოსწავლეებს დავალებები მიეცეს შესაძლებლობების მიხედვით, რადგან მოსწავლეები რომლებიც სწრაფად ამთავრებენ ამოცანის ამოხსნას არ დარჩეთ თავისუფალი დრო (ამას არ ვითვალისწინებდი).

დროის ეკონომიის მიზნით, ყოველ გაკვეთილზე, მონაცვლეობის პრინციპით, შესაძლებელია დამხმარე მოსწავლის არჩევა, რომელიც მასწავლებელს მასალების დარიგებაში, კლასის ორგანიზებასა და სხვა ტექნიკურ საკითხებში დაეხმარება. აუცილებელია ეფექტური მართვის სტრატეგიების შემუშავება, სწავლების მეთოდების დახვეწა და მოსწავლეებში თვითდისწიპლინის უნარების გამომუშავება.

სასწავლო გეგმის განხორციელება კლასის მართვის ეფექტურობაზეა დამოკიდებული და ხელს უწყობს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10