2018-12-10



სერია ისტ მათემატიკაში, შედეგები - ორუცნობიან განტოლებათა სისტემა, მერვე კლასი. ამ კლასში არის სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობს როგორც დროის ამთვლელი.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწალეებს თანამშრომლობითი მუშაობით გამოეკვლიათ ორუცნობიან განტოლებათა სისტემა, განესაზღვრად სისტემის ამოხსნის ვარიანტები, კერძოდ ორუცნობიან განტოლებათა სისტემას აქვს ერთი ამონახსნი, უამრავი ამონახსნი თუ არ გააჩნია ამონახსნი, შემდეგ მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოესახათ გრაფიკი, მიეღოთ შედეგი და ყველაფერი გადაეტანათ ფლიფჩატზე პრეზენტაციის სახით.

თითოეულმა ჯგუფმა მიიღო პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ განმავითარებელი შეფასება და მუშაობის შეფასების შედეგად მიღწეული განმსაზღვრელი შეფასება.

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, რომ ისტ-ის გამოყენების პრაქტიკა დამენერგა მოსწავლეებში. ჩანაფიქრი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ თავიდანვე გაკვეთილის მსვლელობაში. მათ ხალისით ააგეს გრაფიკები მობილური ტელეფონის დახმარებით შერჩეული App-ის მიხედვით. განსაკუთრებით მოეწონათ ამოცანის გადაწყვეტის პროცესი და სიამოვნებით გააკეთეს პრეზენტაციები.

გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდები.

გაკვეთილის მსვლელობისას ხარვეზი არ ყოფილა, დროშიც კარგად ჩავეტიე. თუმცა სხვა დროს რომ ჩავატარო მომავალში მსგავსი გაკვეთილი გავითვალისწინებ შებრუნებულ საკლასო ოთახს და მოსწავლეებს მივაწვდი ვიდეო რესურსებს უკეთესი მომზადებისთვის, მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ არც ამ შემთხვევაში არ ყოფილა ცუდი შედეგი. მოსწავლეები ისე გახალისდნენ რომ პრეზენტაციის წარმდგენის მიერ დაფიქსირებულ შედეგებს თვითონ ანვითარებდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ ცოდნას და ამ საკითხთან დაკავშირებულ შეხედულებებს.

მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.

გაკვეთილის გეგმა


არსებობს გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10