2018-11-12



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: VIII

თემა: ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამოხსნა გრაფიკული ხერხით.

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 16, სსსმ საჭიროება არის.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შესძლებენ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ისტ-ის გამოყენებით, კერძოდ წინასწარ მობილურ ტელეფონებზე აქვთ დაყენებული სპეციალური APP, გრაფიკული ხერხით ამოხსნას, როცა სისტემას აქვს ერთი ამონახსნი, უამრავი ამონახსნი და არა აქვს ამონახსნი.

მოსწავლეთა მოსალოდნელი შედეგები:

  1. შეუძლიათ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის განტოლებებად წარმოდგენა და თვითეულის გრაფიკის აგება;
  2. შეუძლიათ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის გრაფიკული ხერხით ამოხსნა ისტ-ის გამოყენებით;
  3. ფლობენ მართკუთხა კოორდინატთა სისტემას და შეუძლიათ გრაფიკული გამოსახულებიდან შედეგის დადგენა.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.VIII.7.2 ირჩევს ხერხს და ხსნის ორუცნობიან განტოლებათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ და გეომეტრიულ ინტერპრეტაციას.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

რაციონალური რიცხვები, მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები სიბრტყეზე, ერთუცნობიანი განტოლება, ორუცნობიანი განტოლება, ორუცნობიან განტოლებათა სისტემა.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება - გაგება გამოყენების დონეზე.

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, ფლომასტერი, სახელმძღვანელო, მობილური ტელეფონი, APP, ფლიპჩატი, ინსტრუქცია.

აქტივობა №1 - ფრონტალური კითხვები, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლები შესძლებენ გაიხსენონ დავალების შესასრულებლად საჭირო წინარე ცოდნა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები კლასში დამხვდებიან ჯგუფებად განაწილებული. წინასწარ არის არჩეული მენეჯერი, ჩამწერი, წარმდგენი და დროის აღმრიცხველი. ჯგუფებს ვაძლევ ფრონტალურ კითხვებს წინარე ცოდნის გასახსენებლად.

აქტივობა №2 - ამოცანის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

ამოცანის გაცნობა. მოსწავლეთა მობილიზება სამუშაოს შესასრულებლად

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ინდივიდუალურად ეძლევათ შესასრულებელ დავალებად ორუცნობიან განტოლებათა სისტემის სამი ვარიანტი (როცა სისტემას აქვს ერთი ამონახსნი, როცა აქვს უამრავი ამონახსნი და როცა სისტემას არა აქვს ამონახსნი) და ინსტრუქცია მობილურ ტელეფონზე მუშაობის შესახებ.

მოსწავლეები შეიარაღებული არიან საჭირო რესურსით.

აქტივობა №3 - თანამშრომლობითი მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები ორუცნობიან განტოლებათა სისტემის ამონახსნთა შემთხვევებს რეალულად ისტ-ის დახმარებით თვალნათლივ დაინახავენ გრაფიკულ გამოსახულებაზე და აღარ დაავიწყდებათ თითოეული შემთხვევა, კერძოდ მობილური ტელეფონების დახმარებით ააგებენ ორუცნობიან განტოლებათა სისტემის გრაფიკის ვარიანტებს, დაადგენენ მიღებული გრაფიკის საფუძველზე შედეგს.

აქტივობის აღწერა:

ოთხი ჯგუფიდან თითოეულს მიეცემა სამი ორუცნობიან განტოლებათა სისტემა ბილეთის სახით - არჩევის რეჟიმით:

  1. როცა განტოლებათა სისტემას აქვს ერთი ამონახსნი;
  2. როცა განტოლებათა სისტემას აქვს უამრავი ამონახსნი;
  3. როცა განტოლებათა სისტემას არა აქვს ამონახსნი.

მათ უნდა ააგონ სამივე შემთხვევის გრაფიკული გამოსახულებები ისტ-ის გამოყენებით, კერძოდ მობილური ტელეფონის დახმარებით მოახერხონ APP-ის გამოყენებით და ინსტრუქციის დახმარებით სისტემის გრაფიკების აგება, შედეგის დადგენა, გრაფიკების და შედეგები ფლიპჩატზე გადატანა პრეზენტაციის სახით

აქტივობა №4 პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 10 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.

აქტივობის აღწერა:

წარმდგენი გაგვაცნობს შესრულებულ დავალებას.

ჯგუფები ერთიმეორეს უსვავენ მათთვის საინტერესო კითხვებს. მე ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა №5 - განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას, ვიყენებ შეფასების რუბრიკას (დანართი 1).

აქტივობა №6 - საშიანაო დავალება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 2 წუთი.

აქტივობის მიზანი:

განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი დავალების შესრულებით.

აქტივობის აღწერა:

ვაძლევ საშინაო დავალებას.


დანართი 1

ცუდი(4-5) საშუალო(6-7) კარგი(8-9) ძალიან კარგი(10)
ჯგუფი ვერ გაერკვია ინსტრუქციაში, ვერ შეძლო საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ვერ მოახერხა ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ პრეზენტაცია ვერ წარმოადგინა. ჯგუფმა ნაწილობრივ შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ნაწილობრივ მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ამიტომ არასრულად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება შეასრულა ცუდად, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმცია იყო არაზუსტი. ჯგუფმა კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ზუსტად გამოიყენა ტექნოლოგიები და შესაბამისად დავალება შეასრულა კარგად, მცირე შეფერხებებით / გადაცდომებით პრეზენტაცია იყო ნორმალური. ჯგუფმა ძალიან კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ზუსტად მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, სწრაფად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალების შეასრულაც, პრეზენტაცია იყო ძალიან კარგი.

გაკვეთილი ჩატარდა 10.12.2018 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 6

არქივი

2024-01

2023-12

2023-10