სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.
მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი
საგანი: მათემატიკა
კლასი: IX
თემა: წრფივ ერთუცნობიან უტოლობათა სისტემა.
დრო: 45 წუთი.
მოსწავლეთა პროფილი: 17, სსმ საჭიროება არ არის.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები შესძლებენ ტექსტური ამოცანის მიხედვით ერთუცნობიან უტოლობათა სისტემის შედგენას და ისტ-ის გამოყენებით კერძოდ წინასწარ მობილურ ტელეფონებზე აქვთ დაყენებული სპეციალური APP, გრაფიკის აგებას და შედეგის გამოტანას.
მოსწავლეთა მოსალოდნელი შედეგები:
- შეუძლიათ სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტური ამოცანიდან ერთუცნობიან უტოლობათა სისტემის შედგენა;
- შეუძლიათ ისტ-ის გამოყენებით შედგენილი უტოლობათა სისტემის მიხედვით გრაფიკული გამოსახულების აგება;
- ფლობენ მართკუთხა კოორდინატთა სისტემას და მიღებული გამოსახულებით ადგენენ ამოცანის შედეგს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათ.IX.7.2 ტექსტური ამოცანების ამოხსნისას და/ან რეალური ვითარების მოდულებისას ადგენს და ხსნის ერთუცნობიან უტოლობათა სისტემას; ახდენს ამონახსნის სიმრავლურ ინტერპრეტაციას.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
რაციონალური რიცხვები, მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები სიბრტყეზე, ერთუცნობიანი განტოლება, ერთუცნობიანი უტოლობა, ერთუცნობიან უტოლობათა სისტემა.შეფასება და თვითშეფასება:
განმავითარებელი შეფასება - გაგება გამოყენების დონეზე.
განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).
სასწავლო მასალა და რესურსები:
ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, ფლომასტერი, სახელმძღვანელო, მობილური ტელეფონი, APP, ფლიპჩატი, ინსტრუქცია.აქტივობა №1 - ფრონტალური კითხვები, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლები შესძლებენ გაიხსენონ დავალების შესასრულებლად საჭირო წინარე ცოდნა.
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები კლასში დამხვდებიან ჯგუფებად განაწილებული. წინასწარ არის არჩეული მენეჯერი, ჩამწერი, წარმდგენი და დროის აღმრიცხველი. ჯგუფებს ვაძლევ ფრონტალურ კითხვებს წინარე ცოდნის გასახსენებლად.
აქტივობა №2 - ამოცანის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი
აქტივობის მიზანი:
ამოცანის გაცნობა. მოსწავლეთა მობილიზება სამუშაოს შესასრულებლად
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ინდივიდუალურად ეძლევათ შესასრულებელ დავალებად სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტური ამოცანა და ინსტრუქცია მობილურ ტელეფონზე მუშაობის შესახებ.
მოსწავლეები შეიარაღებული არიან საჭირო რესურსით.აქტივობა №3 - თანამშრომლობითი მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი
აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები ადგენენ ტექსტური ამოცანის მიხედვით ერთუცნობიან უტოლობათა სისტემას და მობილური ტელეფონების დახმარებით ააგებენ მიღებულ უტოლობათა სისტემის გრაფიკს, დაადგენენ მიღებული გრაფიკის საფუძველზე შედეგს.აქტივობის აღწერა:
ოთხი ჯგუფიდან თითოეულს მიეცემა სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტური ამოცანა ბილეთის სახით - არჩევის რეჟიმით. მათ უნდა შეადგინონ ამოცანის მიხედვით ერთუცნობიან უტოლობათა სისტემა, შემდეგ გაამარტივონ და ისტ-ის გამოყენებით, კერძოდ მობილური ტელეფონზე დაინსტალირებულ APP-ისა და ინსტრუქციის დახმარებით სისტემის გრაფიკის აგებას, შედეგის დადგენა და მთელი ნამუშევარის ფლიპჩატზე გადატანა პრეზენტაციის სახით.
აქტივობა №4 პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 10 წუთი
აქტივობის მიზანი:
პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.
აქტივობის აღწერა:
წარმდგენი გაგვაცნობს შესრულებულ დავალებას.
ჯგუფები ერთიმეორეს უსვავენ მათთვის საინტერესო კითხვებს. მე ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.
აქტივობა №5 - განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 3 წუთი
აქტივობის მიზანი:
მიღებული ცოდნის შეფასება.
აქტივობის აღწერა:
ჯგუფებს ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას, ვიყენებ შეფასების რუბრიკას (დანართი 1).
აქტივობა №6 - საშიანაო დავალება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 2 წუთი.
აქტივობის მიზანი:
განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი დავალების შესრულებით.
აქტივობის აღწერა:
ვაძლევ საშინაო დავალებას.
დანართი 1
| ცუდი(4-5) | საშუალო(6-7) | კარგი(8-9) | ძალიან კარგი(10) |
| ჯგუფი ვერ გაერკვია ინსტრუქციაში, ვერ შეძლო საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ვერ მოახერხა ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ პრეზენტაცია ვერ წარმოადგინა. | ჯგუფმა ნაწილობრივ შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ნაწილობრივ მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ამიტომ არასრულად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება შეასრულა ცუდად, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმცია იყო არაზუსტი. | ჯგუფმა კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ზუსტად გამოიყენა ტექნოლოგიები და შესაბამისად დავალება შეასრულა კარგად, მცირე შეფერხებებით / გადაცდომებით პრეზენტაცია იყო ნორმალური. | ჯგუფმა ძალიან კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ზუსტად მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, სწრაფად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალების შეასრულაც, პრეზენტაცია იყო ძალიან კარგი. |
გაკვეთილი ჩატარდა 20.11.2018 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია
