სერია ისტ მათემატიკაში, შედეგები - ერთუცნობიან უტოლობათა სისტემა, მეცხრე კლასი. ამ კლასში არ არის სსმ საჭიროების მქონე მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწალეებს თანამშრომლობითი მუშაობით ტექსტური ამოცანის მიხედვით შეედგინათ ერთუცნობიან უტოლობათა სისტემა, დაეყვანათ, განესაზღვრათ x და მიღებული უტოლობებით მობილური ტელეფონის ეკრანზე გამოესახათ გრაფიკი, მიეღოთ შედეგი და ყველაფერი გადაეტანათ ფორმატზე პრეზენტაციის სახით.
თითოეულმა ჯგუფმა მიიღო პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ განმავითარებელი შეფასება და მუშაობის შეფასების შედეგად მიღწეული განმსაზღვრელი შეფასება.
ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზანი იყო, რომ ისტ-ის გამოყენების პრაქტიკა დამენერგა მოსწავლეებში. ჩანაფიქრი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ თავიდანვე გაკვეთილის მსვლელობაში. მათ ხალისით ააგეს გრაფიკები მობილური ტელეფონის დახმარებით შერჩეული App-ის მიხედვით. განსაკუთრებით მოეწონათ ამოცანის გადაწყვეტის პროცესი და სიამოვნებით გააკეთეს პრეზენტაციები.
აგრეთვე გამოვყობდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული უმნიშვენლო ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად ვიპოვე გამოსავალი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. საქმე ეხება რესურსის ნაკლებობას, ფლომასტერები მე უნდა მომეტანა და ვერ მოვახერხე, გადამავიწყდა. მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს საწერი პასტით და ფანქრით. დროში კარგად ჩავეტიე. მოსწავლეებს მივეცი განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა, უფრო ხარისხიანი და წარმატებული შედეგი იქნება.
არსებობს გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.
