2.ა. კითხვა - გაკვეთილს ვგეგმავ მკაფიოდ ჩამოყალიბებული სასწავლო მიზნით, ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მოსწავლეთა ინტერესების / შესაძლებლობების გათვალისწინებით?
(ქულა 4)
წინასწარ ვგეგმავ გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგების გათვალისწინებით, სპეციალისტებთან ერთად ვქმნი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და ვმუშაობ მის მიხედვით.
გაკვეთილის დაგეგმისას ვითვალისწინებ შიდა და საგანთაშორის კავშირებს.
გაკვეთილის მსვლელობისას, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, ადვილად ვახდენ გაკვეთილის გეგმის მოდიფიცირებას. სასწავლო მიზნების შემუშავებისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა წინარე ცოდნას, მათ გამოცდილებას, შესაძლებლობებს და ინტერესებს, მოსწავლეებს ვუხსნი გაკვეთილის/სასწავლო აქტივობის მიზანს და მოსალოდნელ შედეგებს.
მოსწავლე ჩართულია მთლიანად საგაკვეთილო პროცესში და ხალისით ასრულებს დავალებებს, რომლებიც მის ინტერესებზე და საჭიროებებზეა მორგებული.
მოსწავლე აჯამებს გაკვეთილს და აფასებს გაკვეთილის შედეგად შეძენილ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.
2.ბ. კითხვა - ვგეგმავ სასწავლო პროცესს იმგვარად, რომ ხელი შევუწყო მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და მათ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში?
(ქულა 4)
ვგეგმავ საკლასო აქტივობებს, რომლებიც გაკვეთილს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის მოსწავლეებისთვის; ვგეგმავ ისეთ საკლასო აქტივობებს, რომლებიც მოითხოვს მოსწავლეებს შორის თანამშრომლობასა და ინტერაქციას; მოსწავლეებს ვრთავ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში.
ყოველთვის რეაგირებას ვახდენ მოსწავლეთა ინიციატივებზე - განვიხილავთ მათ იდეებს, შედეგად მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისით ეჭიდებიან რთულ დავალებას. შესრულების ხარისხიც მაღალია. გაკვეთილი ხალისიანი და დინამიურია.
მოსწავლეებს ვაძლევ საკუთარი ინტერესების და მისწრაფებების რეალიზაციის, ასევე არჩევანის გაკეთებისა და საკუთარი დამოკიდებულებების გამოხატვის შესაძლებლობას.