1.ა. კითხვა - სკოლაში (მოსწავლეებთან, მშობლებთან, მასწავლებლებთან) ვამყარებ პოზიტიურ კომუნიკაციას, კეთილგანწყობილ და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობებს?
(ქულა 4)
ვითვალისწინებ მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებულ ემოციურ და სოციალურ პრობლემებს, ვიკვლევ მოსწავლეთა კულტურული თვისებების გავლენას მოსწავლეთა ღირებულების ფორმებზე, შევიმუშავებ საჭირო რეკომენდაციებს და ვქმნი ყველა მოსწავლისთვის მათი კულტურული და მახასიათებლების გათვალისწინებით უსაფრთხო გარემოს.
ვიკვლევ კომფლიქტური სიტუაციების მიზეზებს, ვაანალიზებ და ვიყენებ მათი გადაჭრის ეფექტურ სტრატეგიებს.
თითოეული მოსწავლის ჩართულობის და ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებით ვირჩევ მოტივაციის ამაღლების სტრატეგიებს და ისეთი საკლასო კულტურის დამკვიდრებას ვქმნი, როცა მოსწავლე ცდილობს მაღალი მოთხოვნები წაუყენოს საკუთარ თავს და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.
აქცენტს ვაკეთებ მოსწავლის ძლიერ მხარეზე და ვაძლევ რეკომენდაციებს, რა უნდა გააკეთოს ხარვეზის გამოსასწორებლად.
მოსწავლეებთან ურთიერთობას ვამყარებ სტერეოტიპებისა და წინასწარ ჩამოყალიბებული განწყობების გარეშე, ამის შედეგად მოსწავლე თანაკლასელებთან და მასწავლებლის წინაშე თამამად გამოთქვავს თავის შეხედულებებს, მოსაზრებებს.
1.ბ. კითხვა - უზრუნველვყოფ მოსწავლეთა თანასწორუფლებიანობას, მათ სოციალიზაციას, შემწყნარებლობისა და თანადგომის უნარების განვითარებას?
(ქულა 4)
პატივს ვცემ თითოეული მოსწავლის რელიგიურ რწმენას და კულტურულ თავისებურებებს, ვგეგმავ ისეთ აქტივობებს, რომ ეთნიკური თუ სხვა ნიშნით განსხვავებულმა მოსწავლეებმა უკეთ შეძლონ ერთმანეთის გაცნობა და ურთიერთობის დამყარება. მოსწავლეთა პიროვნულ, კულტურულ, სოციალურ, ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას ვიყენებ, როგორც სასწავლო რესურსს.
მოსწავლეებს ვასწავლი, თუ როგორ გაითავისონ, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული პოზიცია, ხედვა, დამოკიდებულებები და იდეები, აგრეთვე ვუვითარებ მრავალფერონ გარემოში კომუნიკაციის დამყარების, თანამშრომლობის და კომფლიქტების გადაჭრის უნარებს. შედეგად მოსწავლე არც ხაზს უსვავს და არც მალავს თავის რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ, სოციალურ თუ სხვა მახასიათებელს, არც სსსმ მოსწავლეს არ ექცევიან ზედმეტი ყურადღებით, ანუ დამოკიდებულება ჩვეულებრივია.
მოსწავლეები მასწავლებელთან და თანაკლასელებთან არგუმენტირებული მსჯელობის შედეგად იღებენ ურთიერთშეთანხმებულ გადაწყვეტილებებს; იზიარებენ პასუხისმგებლობას ამ გადაწყვეტილებების სისწორესა და მათ შესრულებაზე.
1.გ. კითხვა - მოსწავლეთა ჩართულობით უზრუნველვყოფ გაკვეთილზე ქცევის წესების დაცვას?
(ქულა 4)
მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებ კლასში ქცევის წესებსა და სანქციებს მათი დარღვევისთვის, გაკვეთილეზე ვიყენებ სტრატეგიებს, რათა მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თვითრეგულირებადი ქცევა, ამის საფუძველზე მოსწავლეები ზრუნავენ კლასში ქცევის წესების შემუშავებაზე და დაცვაზე.
დროის მენეჯმენტს ვიყენებ ეფექტიანად: წინასწარ მაქვს გაწერილი თითოეული აქტივობისთვის განკუთვნილი დრო, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე, შემიძლია მოქნილად ვცვალო იგი.
მოსწავლეებს ვაძლევ ფორმულირებულ ინსტრუქციებს კომპლექსური, მრავალსაფეხურიანი აქტივობების თითოეული ეტაპისთვის, მოსწავლეებს ვაძლევ მკაფიო მითითებებს დავალების შესასრულებლად. შედეგად მოსწავლეები არიან თვითორგანიზებულნი; გადანაწილებული აქვთ ფუნქციები, უსმენენ ერთმანეთს, განიხილავენ და შეაჯერებენ მოსაზრებებს, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს.
1.დ. კითხვა - მოვიძიებ, ვაფასებ და ეფექტიანად ვიყენებ სასწავლო რესურსებს; უზრუნველვყოფ, რომ რესურსები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოსწავლისათვის?
(ქულა 4)
სასწავლო რესურსის შერჩევისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა მზაობას და მათ შესაძლებლობებს, ვფიქრობ იმაზე, თუ რამდენად გაზრდის ეს რესურსი სწავლის მოტივაციას მოსწავლეებში. ნებისმიერი სახის რესურს ვიყენებ მიზანმიმართულად, რათა მოსწავლეებს გავუადვილო ახალი ინფორმაციის აღქმა და გააზრება, წავახალისებ მოსწავლეების მონაწილეობას რესურსის მოძიებასა და შექმნაში.
მოსწავლეები მონაწილეობენ ფიზიკური გარემოს მოწყობაში; ზრუნავენ გაკვეთილის მიმდინარეობის დროს სათანადო და კომფორტული გარემოს შექმნაზე.