2018-10-05



გადავწყვიტე STEM MOD_4_5 - ისთვის შესრულებული დავალება - პრობლემაზე ორიენტირებული დაგეგმილი გაკვეთილი მერვე კლასში ჩამეტარებინა. ამ კლასში არის სსსმ საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც ჩვეულებრივად ჩავრთე ჯგუფში როგორც დროის ამთვლელი.

თითოეულმა ჯგუფმა მიიღო პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ განმავითარებელი შეფასება და მუშაობის შეფასების შედეგად მიღწეული განმსაზღვრელი შეფასება (შეფასება და შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ).

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მიზნები მიღწეულია. ჩემი გაკვეთილის მიზნები იყო, რომ შებრუნებული საკლასო ოთახის პრაქტიკა დამენერგა მოსწავლეებში, ამასთან თავად ჩამოეყალიბებინათ პრობლემა და გადაეწყვიტათ საკუთარი ძალებით. ჩანაფიქრი სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს გაკვეთილის ბოლოს ჩემს მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.

მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. ბავშვები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ თავიდანვე გაკვეთილის მსვლელობაში. მათ უყურეს ყურადღებით ჩვენს სამუშაო საიტზე მათთვის განთავსებულ ვიდეოს - კოკა-კოლა-ს, კითხვებიც გაუჩნდათ და ჩამოყალიბებაც მოახერხეს. განსაკუთრებით მოეწონათ პრობლემის გადაწყვეტის პროცესი და სიამოვნებით გააკეთეს პრეზენტაციები.

აგრეთვე გამოვყობდი გაკვეთილზე გამოყენებული რესურსების მრავალფეროვნებას. ამან უზრუნველყო მოსწავლეთა საკმაოდ მაღალი დაინტერესება და შედეგების მიღწევაც. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები და მეთოდებიც.

გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზიც გამოიკვეთა, რამაც ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა, დროულად ვიპოვე გამოსავალი და ყველაფერი ისე წარვმართე, რომ საგაკვეთილო მიზნები არ დამიზარალებია. საქმე ეხება ბოლო ორი აქტივობის მსვლელობას, დროში ვერ ჩავეტიე. მოსწავლეებმა პრეზენტაციები მოამზადეს მაგრამ დრო არ დაგვრჩა წარდგენის და შეფასებისთვის, რის გამოც მოგვიწია შემდეგი დღის გაკვეთილის მსვლელობის 20 წუთის გამოყენება.

სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდა. კერძოდ, მსგავსი პროექტის ჩატარებას არ ეყოფა ერთი 45 წუთი, უკვე მიღებული გამოცდილებით პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩასატარებლად დაგეგმილ გაკვეთილს სჭირდება 90 წუთი - ორი გაკვეთილი, უფრო ხარისხიანი და წარმატებული შედეგი ექნება.

გაკვეთილის გეგმა


არსებობს მუშაობის ამსახველი დოკუმენტაცია.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 4

არქივი

2024-01

2023-12

2023-10