2020-01-05



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: IX

თემა: პარალელური გადატანა, მობრუნება

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 16, სსსმ საჭიროება არის 1.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.IX.9. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.

  • მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
  • ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ შეიძლება, თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით, მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება.

გაკვეთილის მიზანი:

  1. მოსწავლეები შესძლებენ პარალელური გადატანის, როგორც კომპოზიციის აგებას;
  2. მოსწავლეები შესძლებენ პარალელური გადატანას ვექტორის გამოყენებით, გამოიყენებენ პროგრამა GeoGebra-ს მობილურ ტელეფონში;
  3. მოსწავლეები შესძლებენ გააცნობიერონ მობრუნება;
  4. მოსწავლეები შესძლებენ მობრუნების აგებას, გამოიყენებენ პროგრამა GeoGebra-ს მობილურ ტელეფონში;

მოსალოდნელი შედეგები:

  1. მოსწავლეებს შეუძლიათ საკოორდინატო სიბრტყეზე მუშაობა;
  2. შეუძლიათ დაადგინონ პარალელური გადატანით და მობრუნებით მიღებული ფიგურის კოორდინატები;
  3. ფლობენ ცოდნას საკოორდინატო სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნებისა და კომპოზიციის გამოსახვის.

ინტეგრირებული უნარ–ჩვევები:

შემოქმედებითობის, დამოუკიდებელი აზროვნების, მიზნის დასახვის, კომუნიკაციის, სხვისი მოსმენის, დავალების გადანაწილების, ურთიერთთანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების უნარები.

სტრატეგიები:

კითხვა-პასუხი, პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, პრეზენტაცია და დასკვნის გაკეთება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები სიბრტყეზე, ღერძული და ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა, ვექტორი, მოქმედებები ვექტორებზე.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება - გაგება გამოყენების დონეზე.

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, ფერადი ფლომასტერები, რვეული, ფანქარი, სახაზავი, სახელმძღვანელო, კომპიუტერი, სასწავლო შემეცნებითი ვიდეო, ამოცანები ბარათებზე, ფლიპჩატი, სამუშაო ფურცლები, წებოვანი ქაღალდები, ჯგუფების ნომრები.

აქტივობა №1 - სიის ამოკითხვა, საშინაო დავალების შემოწმება
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეთა დასწრება, საშინაო დავალება.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეებს საშინაო დავალებად ჰქონდათ მიცემული საიტზე დადებული ვიდეოს ყურება, გააზრება და დამუშავება, ვიდეო ეხებოდა პროგრამა GeoGebra-ში გეომეტრიული გარდაქმენბის შესრულებას ვექტორის საშუალებით. ფრონტალური კითხვებით შევამოწმებ როგორ შეასრულეს დავალება.

აქტივობა №2 - გონებრივი იერიში,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლები შესძლებენ გაიხსენონ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო წინარე ცოდნა.

აქტივობის აღწერა:

ფრონტალური კითხვებით მოსწავლეებს ვახსენებ ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო წინარე ცოდნას კერძოდ: ღერძული და ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა, ვექტორი, ვექტორის კოორდინატები და მოქმედებები ვექტორებზე.

აქტივობა №3 - ჯგუფების შექმნა,
ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

ჯგუფების შექმნა თანამშრომლობითი მუშაობისთვის.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფები წინასწარ შექმნილია დროის დაზოგვის მიზნით - სულ ხუთი ჯგუფი, ჯგუფებში მოსწავლეები გადანაწილებული არიან დონეების მიხედვით, ამ კლასში 5 მაღალი მოსწრების მოსწავლეა, 1 საშუალოზე მაღალი მოსწრების, მათგან შედგება ორი ჯგუფი. საშუალო მოსწრების მოსწავლეების რაოდენობა არის 9, მათგან შედგება სამი ჯგუფი. ერთი სსსმ მოსწავლეა, ის შეასრულებს მისთვის განკუთვნილ ინსტრუქციას.

მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეც) სწრაფად იკავებენ ადგილებს და ასრულებენ მოსამზადებელ სამუშაოს კერძოდ, იღებენ მაგიდაზე დალაგებულ თაბახის ფურცლებს, აკრავენ წებოვან ქაღალდს, აწერებენ რიგით ნომერს და სახელსა და გვარს.

ამის შემდეგ სამივე ჯგუფი გამოთქვავს მზადყოფნას ამოცანის გასაცნობად.

აქტივობა №4 - ამოცანის წარდგენა,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

ამოცანის გაცნობა მოსწავლეებისთვის.

აქტივობის აღწერა:

ყოველი ჯგუფის პირველ, მეორე და მესამე ნომერს ვაძლევ ერთი და იგივე დავალებას (ჯიგსოუს მეთოდი) - შესაბამისი ნომრით, ესე იგი სულ სამი დავალება - სახელმძღვანელო გვ.140 - 6,7 და 8 ნომერი ამოცანები, მოსწავლეები ჯგუფში ირჩევენ შესაბამისი რიგის ნომრისთვის განკუთვნილ დავალებას, შემდეგ გადაჯგუფდებიან შესაბამისი ნომრები მაგალითად პირველები, მეორეები და ა. შ. და არჩევენ ერთ ამოცანას, რომელიც პირადად მათ შეხვდათ, აკეთებენ პრეზენტაციას.

დავალება სსსმ მოსწავლეს სახელმძღვანელო გვ. 139 ამოცანა 2, უნდა ააგოს პარალელური გადატანა ვექტორით (მოსწავლე ძალიან სუსტია, მივცემ ნახაზს გამზადებულს და ეცდება მის აგებას).

აქტივობა №5 - პრობლემის გადაჭრა,
ორგანიზების ფორმა - თანამშრომლობითი მუშაობა, 25 წუთი

აქტივობის მიზანი 5.1, 5 წუთი:

ამოცანების განხილვა ძირითად ჯგუფებში.

აქტივობის აღწერა 5.1:

მოსწავლეები ინდივიდუალურად განიხილავენ შესაბამის ამოცანებს სახელმძღვანელოდან და სამუშაო ფურცელზე აკეთებენ ჩანაწერებს.

აქტივობის მიზანი 5.2, 10 წუთი:

ამოცანების ამოხსნა ექსპერტ ჯგუფებში.

აქტივობის აღწერა 5.2:

მოსწავლეები ჯგუფდებიან მინიჭებული ნომრების მიხედვით, მასწავლებელი მათ ურიგებთ ფლიპჩატის ქაღალდებს და მარკერებს, რათა მოხდეს ამოხსნილი ამოცანის გაფორმება და გადატანა ფლიფჩატზე პრეზენტაციისთვის.

გაფორმებულ ამოცანებს ექსპერტები აკრავენ დაფაზე და ბურნდებიან ძირითად ჯგუფში.

სსსმ მოსწავლეც გააკრავს თავის ნამუშევარს, შესრულებულს ფლიპჩატის ფურცელზე ნახაზს.

აქტივობის მიზანი 5.3, 10 წუთი:

თემის გამთლიანება.

აქტივობის აღწერა 5.3:

მასწავლებელი აძლევს ინსტრუქციას: ყოველი ამოცანის ახსნას დაუთმონ დაახლოებით 2 წუთი, ხოლო დარჩენილ დროში შეაჯამონ შესრულებული ამოცანები, გაანალიზონ გამოყენებული მეთოდები, დაინახონ მსგავსება და განსხვავება.

ცალკეული ამოცანების გაცნობის შემდეგ მოსწავლეები საუბრობენ ამოხსნის ეტაპებზე, ამოხსნის გზების მრავალფეროვნებასა და მსგავსებაზე.

აქტივობა №6 პრეზენტაციების წარმოდგენა ჯგუფების მიერ,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 6 წუთი

აქტივობის მიზანი:

შეძენილი ცოდნის სხვა ჯგუფებისთვის გაცნობა.

აქტივობის აღწერა:

ექსპერტები წარადგენენ პრეზენტაციებს და იცავენ ამოცანის შესახებ მიღებულ ცოდნას და თავიანთ მოსაზრებას. პრეზენტაციას წარადგენს სსსმ მოსწავლეც.

მოსწავლეები ინდივიდუალურად უსვავენ კითხვებს.

თითო ჯგუფი გამოიყენებს 2 წთ-ს.

ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა №7 - განმსაზღვრელი შეფასება,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 2 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

ინდივიდუალურად დაკვირვების მიხედვით ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას, ვიყენებ შეფასების რუბრიკას (დანართი 1).

აქტივობა №8 - საშიანაო დავალება,
ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 1 წუთი.

აქტივობის მიზანი:

განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი დავალების შესრულებით.

აქტივობის აღწერა:

ვაძლევ საშინაო დავალებას.

შენიშვნა:

თუ დროში ვერ ჩავეტიეთ, აქტივობა 7 - ს ან მასთან ერთად აქტივობა 6-საც გადავიტან შემდეგი გაკვეთილისთვის.

თუ დრო დაგვრჩა, მაშინ გამოვიყენებ გასასვლელ ბილეთებს მიღებული ცოდნის გასამტკიცებლად.


დანართი 1


გამოყენებული ლიტერატურა

  1. სახელმძღვანელო - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი.მებობია, ლ.ქურჩიშვილი;
  2. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
  3. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ისწავლონ მათემატიკა - ნ. ახალკაცი.

გაკვეთილი ჩატარდა 24.01.2020 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2024-01

2023-12

2023-10