2020 წლის 24 იანვარს მეცხრე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „პარალელური გადატანა, მობრუნება“.
გაკვეთილს არ ესწრებოდა ერთი მოსწავლე ავადმყოფობის გამო, ამიტომ ერთ ჯგუფში სამი მოსწავლის მაგივრად იყო ორი მოსწავლე.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს პარალელური გადატანის წინარე ცოდნა (ორი ღერძული სიმეტრიის კომპოზიცია) განეხილათ ვექტორის გამოყენებით და რაიმე ობიექტი კოორდინატთა სათავის მიმართ შემოებრუნებინათ მოცემული კუთხით (მობრუნება - მეათე კლასის მასალა). ვფიქრობ თავი კარგად გაართვეს დასმულ ამოცანას. მათ განიხილეს პარალელური გადატანის დავალებები ვექტორით, შეასრულეს მობრუნება და შემდგომ ეს ყველაფერი გადაამოწმეს პროგრამა GeoGebra-ში.
გაკვეთილი დავგეგმე ინტერაქტიული ჯიგსოუს მეთოდით. ყველაფერი ჩატარდა გეგმის მიხედვით, ყველა აქტივობა მქონდა კარგად გათვლილი, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ ჯიგსოუს მეთოდის დროს უნდა მომხდარიყო გადაჯგუფება, გადაჯგუფება კი გავითვალისწინე აქტივობებში, მაგრამ დრო სკამებით გადასვლისას რომ დაიხარჯებოდა ის ვერ გავთვალე, ამიტომ დროში ვერ ჩავეტიეთ. პირველი გაჩერება სწრაფად მოხდა, მაგრამ შემდეგი გაჩერება, არასწორი დაგეგმვა იყო რადგან კლასი ზომით პატარაა, დამატებით ვერ შევიტანდით მაგიდა და სკამებს, იქ იმდენი მერხი და სკამია რამდენიც მოსწავლეა და შემდგომ გაჩერებაზე გადასვლა და მერე უკან დაბრუნება, როგორც გეგმით იყო გათვალისწინებული მოხდა სკამებთან ერთად და ამან გამოიწვია შეფერხებები და დროის არალეგიტიმური ხარჯვა.
მეთოდმა ძალიან კარგადა იმუშავა, საშუალო დონის მოსწავლეებიდან ბევრი აქტიურად ჩაერთო ჩემდა გასაკვირად გაკვეთილის მსვლელობაში.
მოსწავლეებმა დაგეგმილი პრეზენტაციები გაამზადეს და გააკრეს, პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება შემდეგი გაკვეთილისთვის გადავიტანეთ.
სხვა დროს ჯიგსოუს მეთოდს თუ გამოვიყენებ (დარწმუნებული ვარ რომ გამოვიყენებ, რადგან ვიგრძენი მოსწავლეების გააქტიურაბა) სხვაგვარად მოვიქცევი, კლასში წინასწარ ჯგუფებად დამხვდებიან მოსწავლეები პირველ გაჩერებაზე, მეორე გაჩერება მაგიდებით და შესაბამისი სკამებით იქნება აღჭურვილი, რათა გაჩერებიდან გაჩერებაზე უხმაუროდ და დროის დაკარგვის გარეშე იმოძრაონ.
