2017 წლის 25 იანვარს დავასრულე მუშაობა სასწავლო ტესტირების საიტზე - კერძოდ შევქმენი პროექტი, შევიმუშავე პროგრამული უზრუნველყოფა და მოვამზადე ონლაინ პლატფორმა მოსწავლეებისთვის. საიტზე დღეის მდგომარეობით დაგროვებულია 40 სასწავლო ტესტი.
ჩემი აზრით დრო მოვიდა საიტის განახლების, ამისთვის გამოვიყენე ზამთრის არდადეგები და შევიმუშავე საიტზე ტესტის განლაგების ახალი სტრუქტურა - ვფიქრობ უფრო მოსახერხებელი.
გარდა საიტის განახლებისა დავამატე ახალი ფუნქცია მეთორმეტე კლასელებისთვის - გამოცდა (cat).
გამოცდა (cat) - არის ტესტების ნაკრები, სადაც განთავსებულია 3, 2 და 1 ქულიანი დაახლოებით 200 ტესტი. შემთხვევითი ამორჩევის პრინციპით ირჩევა თითოეულიდან 11 ტესტი და ხდება შეთავაზება მოსწავლეებისთვის ზემოთ მოცემული ქულების შესაბამისი თანამიმდევრობით. თუ მოსწავლე გადალახავს დასაგროვებელი ქულების 55%-ს შეწყდება ტესტირება და მოსწავლეს ეძლევა ინფორმაცია წარმატებული მუშაობის შესახებ, მაგრამ თუ ყველა 33 ტესტი გაიარა და ვერ გადალახა ზღვარი, მაშინ მოსწავლეს აქვს ინფორმაცია მისი მარცხის შესახებ და შეუძლია თავიდან შეეცადოს.
ვფიქრობ მოსწავლეებისთვის უფრო კომფორტული და ცოდნის გაღრმავების მიმცემი იქნება საიტის ცვლილება.