2020 წლის 31 იანვარს მეხუთე კლასში ჩავატარე სტანდარტული გაკვეთილი თემაზე: „მრავალნიშნა რიცხვების გამრავლება“.
გაკვეთილს არ ესწრებოდა ორი მოსწავლე ავადმყოფობის გამო, მოსწავლეები მუშაობდნენ ინდივიდუალურად.
გაკვეთილის მიზანი იყო ამოცანებში კონტექსტის მიხედვით ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებათა შერჩევისა და შესრულების უნარის გამომუშავება, გამოყენებული თვალსაჩინოებით მოსწავლეებს გაუადვილდებოდათ გამრავლების ოპერაციის შესრულების პროცესი. ნატურალური რიცხვების შეკრებისა და გამრავლების თვისებების განხილვა. შეკრებისა და გამრავლების გადანაცვლებადობის კანონის მნიშვნელობის ახსნა, შეკრებისა და გამრავლებლის ჯუფდებადობის კანონების გამოყენება, გამრავლების განრიგებადობის კანონის გამოყენება შეკრების მიმართ, ნულით დაბოლოებული რიცხვების გამრავლება.
მინდა გამოვყო რამდენიმე ძლიერი მხარე ჩემი გაკვეთილიდან: გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემს მიერ დაგეგმილმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებით საქმიანად ჩაერთნენ დავალების შესრულების პროცესში, მოეწონათ დავალებები, მათ ჩამოაყალიბეს ზემოთ აღნიშნული კანონები, განიხილეს შესაბამისი მაგალითები და პრაქტიკული დავალებაც შეასრულეს. გონივრულად მქონდა შერჩეული აქტივობების ორგანიზების ფორმები, მეთოდები და დრო.
პრეზენტაციების წარდგენა მათ არ ევალებოდათ.
მე გაკვეთილს წარვმართავდი გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მნიშვნელოვანი გადახვევა-მოდიფიცირება არ დამჭირვებია. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ გაკვეთილის შედეგები შეესაბამებოდა წინასწარ განსაზღვრულ საგაკვეთილო მიზნებს.
გაკვეთილის მსვლელობისას გარკვეული ხარვეზი გამოიკვეთა, მოსწავლეებზე გათვლილი დახმარების პოსტერი მოვამზადე თაბახის ფურცელზე დიდი ასოებით მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა, უმჯობესი იქნებოდა ფლიპჩატზე უფრო დიდი ასოებით მომემზადებინა.
სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია, გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და გაკვეთილის ჩატარების დროს გავითვალისწინებ დაფიქსირებულ ხარვეზს.
