2018-11-11



სერია - გაკვეთილის გეგმა - ისტ-ის გამოყენება მათემატიკაში.

მასწავლებელი: მარინე ღვედაშვილი

საგანი: მათემატიკა

კლასი: X

თემა: მოდულის შემცველი ფუნქციები, კვადრატული განტოლება.

დრო: 45 წუთი.

მოსწავლეთა პროფილი: 16, სსმ საჭიროება არ არის.

გაკვეთილის მიზანი:

მოსწავლეები შესძლებენ ისტ-ის გამოყენებით სპეციალურად ასეთი ამოცანებისთვის შექმნილ საიტზე მოდულის შემცველი ფუნქციების კერძოდ კვადრატული განტოლების გრაფიკების აგებას და შესაბამისი თვისებების დადგენას.

მოსალოდნელი შედეგები:

  1. მოსწავლეებს შეუძლიათ ისტ-ის გამოყენებით გრაფიკების აგება;
  2. შეუძლიათ მიღებული გრაფიკებით ფუნქციის განსაზღვრისა და მნიშვნელობათა არეს დადგენა;
  3. ფლობენ მართკუთხა კოორდინატთა სისტემას და პოულობენ ფუნქციის ყველა საჭირო თვისებას.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ.X.1.2 მოსწავლეს შეუძლია ფუნქციის თვისებების კვლევა და მათი თვისებების გამოყენება სიდიდეებს შორის დამოკიდებულების შესასწავლად.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

რაციონალური რიცხვები, მართკუთხა საკოორდინატო სიბრტყე, კოორდინატები სიბრტყეზე, მოდული, წრფივი ფუნქცია, კვადრატული ფუნქცია, უკუპოპორციული y=k/x, (k≠0) ფუნქცია, მოდულის შემცველი ფუნქციები.

მოსწავლეებმა იციან კოორდინატთა სისტემაში მოდულის შემცველი ფუნქციების გრაფიკების აგება და მათი თვისებები - განსაზღვრის არეს, მნიშნელობათა არეს, ზრდადობის, კლებადობის და ნიშანმუდმივობის შუალედების დადგენა. ფუნქციის მაქსიმუმის და მინიმუმის პოვნა.

შეფასება და თვითშეფასება:

განმავითარებელი შეფასება - გაგება გამოყენების დონეზე.

განმსაზღვრელი შეფასება - შეფასების რუბრიკა (დანართი 1).

სასწავლო მასალა და რესურსები:

ცარცი, დაფა, კალამი, რვეული, ფანქარი, სახაზავი, ფლომასტერი, სახელმძღვანელო, მობილური ტელეფონი, ფლიპჩატი, საიტის მისამართი, ინსტრუქცია.

აქტივობა №1 - ფრონტალური კითხვები, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი.

აქტივობის მიზანი:

მოსწავლები შესძლებენ გაიხსენონ დავალების შესასრულებლად საჭირო წინარე ცოდნა.

აქტივობის აღწერა:

მოსწავლეები კლასში დამხვდებიან ჯგუფებად განაწილებული. წინასწარ არის არჩეული მენეჯერი, ჩამწერი, წარმდგენი და დროის აღმრიცხველი. ჯგუფებს ვაძლევ კითხვებს წინარე ცოდნის გასახსენებლად.

აქტივობა №2 - ამოცანის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 5 წუთი

აქტივობის მიზანი:

ამოცანის გაცნობა. მოსწავლეთა მობილიზება სამუშაოს შესასრულებლად

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ინდივიდუალურად ეძლევათ შესასრულებელი დავალება და ინსტრუქცია მობილურ ტელეფონზე მუშაობის შესახებ. მოსწავლეები შეიარაღებული არიან საჭირო რესურსით.

აქტივობა №3 - თანამშრომლობითი მუშაობა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 20 წუთი

აქტივობის მიზანი:

მოსწავლეები მობილური ტელეფონების დახმარებით ააგებენ მოდულის შემცველი ფუნქციების გრაფიკებს და ჩამოაყალიბებენ მიღებული გამოსახულებისთვის ფუნქციის თვისებებს.

აქტივობის აღწერა:

ოთხივე ჯგუფს მიეცემა სხვადასხვა მოდულის შემცველი 2-2 კვადრატული ფუნქცია. ისინი ისტ-ის გამოყენებით, კერძოდ მობილური ტელეფონის დახმარებით შეძლებენ ზემოთ მითითებულ საიტზე შესვლას, ინსტრუქციის დახმარებით ააგებენ ფუნქციების გრაფიკებს, ჩამოაყალიბებენ ფუნქციის თვისებებს და გადაიტანენ ფლიპჩატზე პრეზენტაციის სახით.

აქტივობა №4 პრეზენტაციის წარდგენა, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 10 წუთი

აქტივობის მიზანი:

პრეზენტაციის წარმდგენი წარადგენს პრეზენტაციას.

აქტივობის აღწერა:

წარმდგენი გაგვაცნობს შესრულებულ დავალებას.

ჯგუფები ერთიმეორეს უსვავენ მათთვის საინტერესო კითხვებს. მე ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა №5 - განმსაზღვრელი შეფასება, ორგანიზების ფორმა - ჯგუფური, 3 წუთი

აქტივობის მიზანი:

მიღებული ცოდნის შეფასება.

აქტივობის აღწერა:

ჯგუფებს ვაძლევ განმსაზღვრელ შეფასებას, ვიყენებ შეფასების რუბრიკას (დანართი 1).

აქტივობა №6 - საშიანაო დავალება, ორგანიზების ფორმა - ინდივიდუალური, 2 წუთი.

აქტივობის მიზანი:

განიმტკიცონ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა მიზნობრივი დავალების შესრულებით.

აქტივობის აღწერა:

ვაძლევ საშინაო დავალებას.


დანართი 1

ცუდი(4-5) საშუალო(6-7) კარგი(8-9) ძალიან კარგი(10)
ჯგუფი ვერ გაერკვია ინსტრუქციაში, ვერ შეძლო საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ვერ მოახერხა ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება ვერ შეასრულა, ამიტომ პრეზენტაცია ვერ წარმოადგინა. ჯგუფმა ნაწილობრივ შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ნაწილობრივ მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ამიტომ არასრულად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალება შეასრულა ცუდად, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ინფორმცია იყო არაზუსტი. ჯგუფმა კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, ზუსტად გამოიყენა ტექნოლოგიები და შესაბამისად დავალება შეასრულა კარგად, მცირე შეფერხებებით / გადაცდომებით პრეზენტაცია იყო ნორმალური. ჯგუფმა ძალიან კარგად შეძლო ინსტრუქციაში გარკვევა, ზუსტად მოახერხა საჭირო ფუნქციების შეტანა მობილური ტელეფონის ეკრანზე, სწრაფად შეძლო ტექნოლოგიების გამოყენება და შესაბამისად დავალების შეასრულაც, პრეზენტაცია იყო ძალიან კარგი.

გაკვეთილი ჩატარდა 15.11.2018 წელი - გაკვეთილის ამსახველი ფოტო მასალა და რეფლექსია





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10