2019-12-26



საგნის მასწავლებელი - მარინე ღვედაშვილი

სკოლა - ქვემო ქართლი, ბოლნისი, სოფ. რატევანის საჯარო სკოლა

საგანი - მათემატიკა

კლასი - IX, X

თემის დასახელება - მათემატიკური ცნებები

მოსწავლეთა რაოდენობა - 14

განხორციელების დრო - 6 თვე.

შეფასება - განმავითარებელი, გაგება - გამოყენების დონეზე.

თემის შინაარსი და აქტუალობა

მოსწავლეები მოაგროვებენ მათემატიკურ ცნებებს სხვადასხვა სახელმძღვანელოებიდან, ინტერნეტიდან, სხვადასხვა წყაროებიდან, ააგებენ გრაფიკულ და ვიზუალურად მარტივად აღსაქმენელ გამოსახულებებს, დაურთავენ მარტივ მაგალითებს საჭიროების შემთხვევაში და შემდეგ განათავსებენ საიტზე. უფრო სწორად მასალა გამზადდება და დაგროვდება პროექტის განმავლობაში და როცა მასალა სრულად იქნება მზად, შემდეგ აიტვირთება საიტზე - ახალ მისამართზე (იგულისხმება ახალი დომენის შეძენა).

პროექტის თემა ძალიან აქტუალურია დღევანდელი ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ვინაიდან მოსწავლე როცა გადადის შემდეგ კლასში მისთვის მიუწვდომელია წინა წლის მასალა (რადგან წიგნს აბარებს სკოლაში), ინტერნეტში მასალის მოძიება დიდ დროს მოითხოვს, არის საიტები სადაც ვიდეოებია ატვირთული, მაგრამ შეიძლება მხოლოდ ფორმულა არ ახსოვს ან რაიმე ცნება - სრული ვიდეოს ყურება კი დამღლელია, იმისათვის რომ ყველა მათემატიკური ცნება ერთად იყოს თავმოყრილი და მარტივად მოსაძებნი, ღირს მუშაობად.

შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები

მათ.V, მათ.VI, მათ.VII, მათ.VIII, მათ.IX, მათ.X.

განსავითარებელი უნარ-ჩვევები

  1. ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
  2. საღი მსჯელობა და აღქმა;
  3. მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
  4. ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად;
  5. იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
  6. სხვადასხვა წყვილებთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
  7. პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში;
  8. ციფრული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის ინსტრუმენტების გამოყენება ინფორმაციის დასამუშავებლად;
  9. საიტის ადმინისტრირების პრაქტიკა.
პროექის სასწავლო მიზნები, სწავლის შედეგები

მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მათემატიკის, თვითგანვითარების და დამოუკიდებელი მუშაობის მიზნით.

ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები მიიღებენ ინტერნეტში მასალის განთავსების პრაქტიკას და უნარჩვევას. აღნიშნული მასალის შექმნა მოსწავლეებს განუვითარებს მაღალ სააზროვნო, შეფასების, ანალიზის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, თვითშეფასების უნარებს. ბოლოს და ბოლოს შექმნიან პროდუქტს.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  1. დამოუკიდებლად მოიძიებს მასალას, გადაამუშავებს და მოამზადებს;
  2. საჭიროების შემთხვევაში მოიძიებს და იყენებს ინფორმაციას ვიზუალური, აუდიო/ვიდეო მასალისა და ინტერნეტ-რესურსის საშუალებით და მისცემს საჭირო ფორმას;
  3. კვლევის შედეგებს რეგულარულად აცნობს მასწავლებელს და ითვალისწინებს მის შენიშვნებს.
საბაზო უნარ-ჩვევები
  1. ტექსტის ანალიზის უნარი;
  2. ნახაზების აგება და დახარისხება, გაანალიზების და შეფასების უნარი;
  3. მედია საშუალებების გამოყენება, ანალიზი და შეფასების უნარი;
  4. ისტ ტექნოლიების ფლობა;
  5. საიტის ადმინისტრირების უნარი (მონაწილე მოსწავლეები სამი წელი მონაწილეობდნენ პროექში: „მათემატიკა და ვებ ტექნოლოგიები“, ამიტომ საიტის ადმინისტრირების ფუნქციების შესრულება შეუძლიათ დამოუკიდებლად).
სასწავლო პროცედურები

I ეტაპი - პროექტის გაცნობა

თავდაპირველად მოსწავლეებს ვაცნობ პროექტის თემას, გონებრივი იერიშის საშუალებით ვარკვევ რა ინფორმაციას ფლობენ მოსწავლეები სასწავლო თემის, განვლილის მასალის და მისი პრაქტიკაში გამოყენების შესახებ, მათ მოსაზრებებს ვაფიქსირებ დაფაზე, შემდეგ განვიხილავთ სახელმძღვანელოს ბოლოში მოცემულ მათემატიკურ ცნებებს და ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით ვჯერდებით, რომ ძალიან მცირეა ის ცნებები რაც მოცემულია სახელმძღვანელოში, ვითვალისწინებთ წინა წლის მასალების არქონასაც და ერთობლივად ვაანალიზებთ პროექტის მიზანს. შემდეგ ვაცნობ მოსწავლეებს პროექტის შინაარს და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმას.

დეტალურად ვუხსნი თუ როგორ უნდა მოამზადონ და განახორცელონ საკუთარი პროექტი:

  1. ინფორმაციის მოძიება - მოიძიონ ტექსტური და მედია მასალა მათემატიკური ცნებებისთვის, არჩეული კლასის და თემის მიხედვით;
  2. მასალის დამუშავება - მოძიებული მასალა გაანალიზონ და გადაამუშავონ;
  3. მასალის განთავსება ბაზაში - გამზადებული მასალა ატვირთონ საიტზე.

II ეტაპი - კვლევის დაწყება

უპირველეს ყოვლისა ვუხსნი მოსწავლეებს რომ უნდა იმუშავონ წყვილებში და წყვილებში მუშაობისას ორივემ თანაბარი მუშაობა უნდა გასწიოს პროექტისთვის. შემდეგ ვთხოვ მათ რომ თავად გაინაწილონ დავალებები მათი შესაძლებლობების მიხედვით.

მოსწავლეები წყვილებში იმუშავებენ და ირჩევენ კლასებს შემდგომი მუშაობისთვის. მათემატიკური ცნებები მოიძიება და საიტზე განთავსდება V-X კლასების მასალებიდან, სულ ექვსი კლასი და მასალა წინარე ცოდნიდან (ტაბულა, შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა და სხვა ელემენტარული ცნებები ვიზუალური გაფორმებით), ესე იგი საჭიროა შვიდი წყვილი, თითო წყვილი თითო თემაზე იქნება პასუხისმგებელი.

კვლევის პროცესში ვაკვირდები მოსწავლეებს და ვაძლევ შესაბამის მითითებს რათა არ გაცდნენ პროექტის ჩარჩოებს.

III ეტაპი - დასკვნითი ნაწილი

პროექტის დასასრულს ბოლო ორი კვირის მანძილზე მოსწავლეები თავად ატვირთავენ გამზადებულ და დამუშავებულ მასალას საიტზე.

შედეგი

მათემატიკური ცნებები საიტზე პოსტების სახით, სრულფასოვანი საიტი.

დამხმარე ტექნიკური რესურსი

კომპიუტერები 5, პროექტორი, დომენი, საიტი, სერვერი - სამუშაოდ კომპიუტერის ლოკალური სერვერი გამოიყენება და შემდეგ გამზადებული საიტი აიტვირთება სერვერზე ინტერნეტში. ყველა საჭირო რესურსი ეკუთვნის პროექტის ხელმძღვანელს.

გამოყენებული ლიტერატურა
  1. საძიებო სისტემა - GOOGLE;
  2. ვიკიპედია;
  3. ხანის აკადემია;
  4. სახელმძღვანელო VII,VIII,IX,X - გ.გოგიშვილი, თ.ვეფხვაძე, ი. მებონია, ლ. ქურჩიშვილი;
  5. სახელმძღვანელო V, VI - ნ.ჯაფარიძე, ნ.წულაია, მ.წილოსანი;
  6. ტესტები - შემაჯამებელი გაკვეთილებისთვის;
  7. მასწავლებლის წიგნი - ინტერაქტიული მეთოდები პარქტიკაში;
  8. და სხვა.

პროექტის ხელმძღვანელი - მარინე ღვედაშვილი





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10