2020-11-08



პროექტი - მათემატიკური ცნებები - ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეები სასწავლო წლის დასრულებისთანავე აბარებენ სასკოლო სახელმძღვანელოებს და მათემატიკა კი ისეთი საგანია წინა წლებში არსებული მასალა გამოიყენება ახალი ცოდნის ასაგებად.

ხშირად მოსწავლეს არ ახსოვს განვლილი წლის დროს შესწავლილი საკითხი და მის გასახსენებლად უწევს ინტერნეტში მოძიება, ჩემი აზრით თუ ეცოდინება სად ეძიოს და აქვს უკვე გარკვეული მისამართი - დროს უფრო ეფექტურად გამოიყენებს. არის შემთხვევები მოსწავლემ არ ისწავლა თავის დროზე რაიმე საკითხი და დადგა დრო ანუ გაუჩნდა სურვილი სწავლის, ამ შემთხვევაში მას შეუძლია დახმარებით ან დახმარების გარეშე შეძლოს გარკვეული მასალის ათვისება.

პროექტი მათემატიკური ცნებები-ს წარდგენა მოხდა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს. შესრულების ვადები დავადგინეთ 2020 წლის იანვარი - 2020 წლის ივნისი, თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე პანდემიის გამო გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, რაც ჩემთვისაც და მოსწავლეებისთვისაც დიდი გამოწვევა იყო, ამიტომ შერჩეულ ვადებში მხოლოდ სამუშაოს რაღაც ნაწილი შევასრულეთ.

მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდანვე შევუდექით პროექტზე მუშაობას და ოქტომბრის ბოლოსთვის მოვასწარით სამუშაოს დასრულება, თუმცაღა შეიძლება კიდევ მუშაობის გაგრძელება, მაგალითად გეომეტრიული საკითხების მეტად განვრცობა, ან და ნებისმიერი მათემატიკური საკითხების უფრო გაღრმავება - ზედა დონეზე გასვლა.

ოქტომბრის ბოლოს 30 რიცხვიდან ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავედით, სავარაუდოდ პროექტის გაგრძელებას მომავალში უკვე სხვა მოსწავლეებისთვის დავგეგმავ.

პროექტზე მუშაობდნენ მიმდინარე სასწავლო წლის მდგომარეობით მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები.

მადლობა მოსწავლეებს დიდი და თავდაუზოგავი შრომისთვის.

პროექტის გეგმა





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 1

არქივი

2024-01

2023-12

2023-10