2022-04-21



მათემატიკის კვირეულში დაგეგმილი ღონისძიებები VII კლასელებისთვის იყო ყოველდღიური, ოთხივე დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებას ასრულებდნენ ბავშვები (მათემატიკის კვირეული დაემთხვა აღდგომის წინა კვირას და ამიტომ ოთხი დღე გვქონდა).

ორშაბათს მოსწავლეებს წარვუდგინე ლოგიკური ამოცანები დაბეჭდილი სახით - მათი ცოდნის დონის შესაბამისი, მოსწავლეებმა შეასრულეს დავალება და დამიბრუნეს ნაწერები გასასწორებლად.

სამშაბათს მოსწავლელებმა სპეციალურად შექმნილ რუკაზე - მოიძიეს განძი და დაითვალეს გზები, რამდენნაირად შეიძლებოდა განძთან მისვლა, თუ გზების შემობრუნება შეიძლებოდა მხოლოდ მართი კუთხის გამოყენებით და კუნძულებზე გავლით, მოსწავლეებმა ხალისით შეასრულეს დავალება.

მესამე დღეს ოთხშაბათს - VII კლასელებისთვის მეთერთმეტე კლასელებმა წარადგინეს საკუთარი ვიდეო პრეზენტაციები - იხილეთ

გარდა ღონისძიებებისა კათედრას დერეფანში გვქონდა გაკრული კედლის გაზეთი და ინტერნეტში მოძიებული სახალისო ამოცანები.

მათემატიკის კვირეულის მეოთხე დღეს, მოსწავლეების მიერ შესრულებული სახალისო ამოცანები განვიხილეთ და არასწორად შესრულებული ამოცანები გავარჩიეთ. დარჩენილი დრო გამოვიყენეთ ამოცანებში - აბა გამოიცანი.

ძალიან საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს მათემატიკის კვირეული VII კლასის მოსწავლეებმა.

კედელზე გაკრული სახალისო ამოცანები:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10