2022-04-20



მათემატიკის კვირეულის მიმდინარეობისას XI კლასის მოსწავლეებთან გასაუბრების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ მათი ნამუშევრების ვიდეო პრეზენტაციები წარედგინათ VII კლასელი მოსწავლეებისთვის.

საქმე ის არის, რომ VII კლასის მოსწავლეები ვერ ან ნაკლებად აღიქვამენ, როგორ უნდა შეასრულონ კომპლექსური დავალების დასრულების შემდეგ პრეზენტაცია. ყოველი შენიშვნის შემდეგ ამატებენ რაღაც ხუთ სიტყვიან წინადადებას და მორჩა. პრეზენტაცია არის მოკლე და მშრალად ჩამოყალიბებული.

ახლანდელ XI კლასელებს წინა წლებში გაკეთებული აქვთ პროექტ-გაკვეთილისთვის პრეზენტაციები - სიმეტრია და პარალელური გადატანა, სწორედ ამ საკითხზე დაამთავრეს კომპლექსური დავალება VII კლასმა, ვერ მივაღწიე სრულად რომ წარმოედგინათ თავიანთი ნამუშევრები.

გარდა ამისა VII კლასი გადავიდა საკითხზე - პროპორცია და XI კლასელებმა წინა წელს განახორციელეს კომპლექსური დავალება - ოქროს კვეთა და ფიბონაჩის მიმდევრობა. ამიტომ ურიგო არ იქნებოდა ყველა მათი საუკეთესო ნაშრომი რომ ენახათ VII კლასელებს და შემდგომში გაეთვალისწინებინათ.

XI კლასელებმა ორგანიზაცია გაუკეთეს თავიანთ ნაშრომებს და მიმდინარე წლის 20 აპრილს - მათემატიკის კვირეულის ერთერთი ღონისძიების სახით წარუდგინეს VII კლასელებს.

ვფიქრობ VII კლასელების დაინტერესება მაღალი იყო, რადგან გასუსულები უსმენდნენ უფროსკლასელებს და მომეჩვენა რომ დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მათემატიკის მასწავლებელი ნინა კოდიაშვილი და ქიმიის მასწავლებელი იზო კაპანაძე. სიტყვიერი შთაბეჭდილება ორივე მასწავლებლისგან იყო დადებითი და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ შეხვედრა წარმატებით დასრულდა.

მადლობა XI კლასის მოსწავლეებს ასეთი შეხვედრის დაგეგმვის და განხორციელებისთვის.





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 24

არქივი

2024-01

2023-12

2023-10