მეათე კლასელებისთვის კიდევ დავწერე, უფრო სწორად ცნობილი ამოცანა, რომელიც იყო el.ge-ზე, ამოვიღე მხოლოდ ამოცანა და დანარჩენი მე დავწერე, ძალიან მაშტაბური გამოვიდა ამოცანა.
წინარე ცოდნის გასამეორებლად ყველა წიგნიდან ამოვკრიბე გვერდები და საკითხები, ბილეთებად დავალაგე მაგიდაზე, მოსწავლეებმა აირჩიეს თითო ბილეთი, ყოველ გაკვეთილზე მიმდინარე გაკვეთილიდან ვიტოვებდი წუთებს და წარმოადგენდნენ პრეზენტაციის სახით შეხვედრილ მასალას, ყველა საკითხი გავიმეორეთ სამკუთხედებთან დაკავშირებით, რაც კი გვისწავლია, მიმდინარე საკითხები გვქონდა სინუსების და კოსინუსების თეორემა და კომპლექსური დავალებაც იყო სწორედ შესასწავლი საკითხების გაღრმავების მცდელობა.
პროცედურული ამოცანების სახით შეასრულეს ჩემს რესურსზე არსებული ტესტებიდან - ტესტი რომელის შეესაბამებოდა მიმდინარე საკითხებს.
კომპლექსურ დავალებაში იყო მოთხოვნა, რომ საკუთარი შეხედულებებით უნდა შეესრულებინათ კომპლექსური დავალება. რამდენიმე მოსწავლემ სხვადასხვა ინტერპრეტაციით შეასრულა და ძალიან გამახარა.
ყველა მოსწავლემ პრეზენტაციის წარდგენის შემდეგ მიიღო სიტყვიერი განმავითარებელი შეფასება.
ეს კომპლექსური დავალება პრეზენტაციის სახით წარვადგინე წლის ბოლოს საგნობრივი ტრენინგის შიდა კომფერენციაზე და დიდი მოწონება დაიმსახურა, მივიღე მასწავლებელთა ბევრი სიტყვიერი უკუკავშირი - პრეზენტაცია
კომპლექსური დავალების ბარათი - წრიული ობიექტის ფართობი
შეფასების რუბრიკა და დიაგნოსტიკა