2020-01-28



2020 წლის 28 იანვარს მეცხრე კლასში ჩავატარე პროექტგაკვეთილი თემაზე: „გეომეტრიული გარდაქმენების გამოყენება ხელოვნებაში, არქიტექტურაში“.

პროექტის სასწავლო მიზანი იყო მოსწავლეებს განვუმტკიცოთ განვლილი მასალის ცოდნა, შეძლონ ცენტრული და ღერძული სიმეტრიების განსაზღვრა და დახასიათება, ერთმანეთისგან განსხვავება. გეომეტრიული გარდაქმნების სიბრტყეზე შესრულება კოორდინატების გამოყენებით. მოსწავლე გაეცნოს ქართულ არქიტექტურაში, მხატვრობაში გამოყენებულ ხელოვნების ნიმუშებს. გამოუმუშავდეთ ხელოვნების ნიმუშის კვლევის უნარჩვევა. მოსწავლე მოძიებული მასალის საშუალებით გაეცნოს და შეადაროს არქიტექტურის, მხატვრობის უმთავრესი ნიმუშები, ამოიცნოს ცენტრული და ღერძული სიმეტრიები, პარალელური გადატანა.

მინდა ვთქვა, რომ მოსწავლეებმა ძალიან კარგად იმუშავეს ჯგუფებში და წარმოადგინეს ხუთი ნამუშევარი (ნამუშევარი უნდა წარმოედგინათ: პრეზენტაციის ან ვიდეოს სახით) ორი პრეზენტაცია პროგრამა PowerPoint-ში შესრულებული და სამი ვიდეო.

ჩატარებული პროექტის შესახებ მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად დროის სიმცირისა (დრო ჰქონდათ მიცემული ერთი კვირა) სამუშაო შესრულდა მაღალ დონეზე, მოსწავლეებმა მოიძიეს მასალა ინტერნეტში, გაეცნენ ბევრ ხელოვნების და არქიტექტურის ნიმუშებს, გადაამუშავეს მასალა და მიიღეს საუკეთესო შედეგი.

მეორედ ასეთი პროექტის დაგეგმვას თუ დავაპირებთ გავითვალისწინებ მიღებულ შედეგებს და უფრო გრძელვადიან პროექტს დავდებთ, რათა უფრო ფართომაშტაბიანი შედეგი მივიღოთ.


პროექტგაკვეთილის გეგმა


პროექტისთვის მომზადებული მასალა


პრეზენტაცია - ელენე ლომიძე




პრეზენტაცია - ლუკა ასანიძე




პრეზენტაცია - ლუკა ლომიძე




ფოტო კოლაჟი - ლუკა ლომიძე




პრეზენტაცია - მარიამ შუბითიძე


პრეზენტაცია - გიორგი ყურაშვილი






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 3

არქივი

2023-07

2023-05

2023-04