2022-01-20



იმისათვის რომ განვიხილოთ სწავლების სტრატეგია და შევძლოთ დასმული ამოცანების გადაჭრა, მე როგორც კათედრის თამჯდომარემ და მათემატიკის მასწავლებელმა, კათედრის წევრ ნინა კოდიაშვილთან ერთად გადავწყვითეთ ჩაგვეტარებინა კვლევა - დაკვირვება / ანკეტირება.

განვითარება გაუმჯობესების პროცესებში მონაწილეობას მივიღებთ მათემატიკის კათედრის ორივე მასწავლებელი.

ჯერ ვატარებთ გამოკითხვას მოსწავლეებთან და შემდეგ უმცროს კლასებში მშობლებთან.

მე ვაპირებ ჩავატარო ჩემს მეშვიდე და მეთერთმეტე კლასში, მეხუთეში ცოტა მოგვიანებით ჩავატარებ, რადგან ახლა დავიწყეთ ნიშნების წერა და მოსწავლეებმა არ იციან რას ნიშნავს შემაჯამებელი წერა და როგორ უნდა დაწერონ. მეთორმეტე კლასში არ ვატარებ, ვფიქრობ მათთვის რაიმეს შეცვლას ვეღარ შევძლებ.

ნინა კოდიაშვილი ატარებს გამოკითხვას მეექვსე, მერვე, მეცხრე და მეათე კლასებში.

გამოკითხვას მოსწავლეებში ჩავატარებთ ცალკ-ცალკე ფორმით - ერთი და იგივე კითხვარით, ვინაიდან სხვადასხვა მასწავლებელთან მიმართება მოსწავლეებს შეიძლება სხვადასხვანაირი ჰქონდეთ და პასუხებიც შესაბამისად განსხვავებული.

მშობლებთან გამოკითხვა იქნება ერთი და იგივე ფორმით, რადგან მშობლების მიმართება მასწავლებელთან მსგავია, ასე ჩავთვალეთ.

კათედრის მუშაობის - გამოკითხვის შედეგებს წარმოვადგენთ რეფლექსიის სახით.

გამოკითხვას ჩავატარებთ მოსწავლეთა სახელი და გვარის დაფიქსირების გარეშე, რომ მოსწავლემ გასცეს მართალი პასუხები და არ იფიქროს მასწავლებლის ცუდ უკუკავშირზე, მშობლებისთვისაც მსგავსი გამოკითხვა იქნება.

ჩემი მოსწავლეების გამოკითხვის ფორმა

ნინოს მოსწავლეების გამოკითხვის ფორმა

მშობლების გამოკითხვის ფორმა





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 2

არქივი

2024-01

2023-12

2023-10