2023-03-19



როგორც ვიუწყებოდით დავასრულეთ STEAM პროექტი - მეტეოროლოგიური სადგური და 19 მარტს წარვადგინეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კორპუსში გამოფენაზე.

შეგიძლიათ ნახოთ ჩვენი პროექტი

გამოფენა - საქართველოს ტექნიკური უნევერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით გამართული ღონისძიება იყო.

გამოფენაზე დამთვალიერებლებში ჩვენმა პროექტმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, ზემოთ ფოტო გალერიაში ნაჩვენებია დაინტერესების ზოგიერთი შემთხვევა და სიტყვით გამომსვლელი სამინისტროს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ფიზიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც დააფიქსირეს მოსწავლეებმა.

გამოფენაზე წარდგენილი ჩვენი პროექტი იყო მეტეო სადგური, სადაც იზომება ქარის სიჩქარე, ტემპერატურა და ტენიანობა, ხელოვნურად შექმნილი ქარის პირობებში იცვლება მონაცემები და აჩვენებს როგორც lcd ეკრანზე, აგრეთვე კომპიუტერის ეკრანზე გახსნილ დიაგრამაზე.

ჩვენი პროექტი გამოიყურებოდა ასე:


გამოფენამ მაღალ დონეზე ჩაიარა, პროექტებმა და მათ შორის ჩვენმა პროექტმაც ბევრი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა, გადმოგვეცა მონაწილე სკოლებს სერთიფიკატები - საინჟინრო ფიზიკის სფეროს კრეატიული პროექტის წარმოდგენისთვის:


მადლობა საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტს გამოფენის საუკეთესო ორგანიზებისთვის.

ჩვენი გუნდი:


გამოფენაზე მონაწილე პედაგოგები და და ორგანიზების წარმომადგენლები:




პრეზენტაცია - ქ.ბოლნისი, სსოს №1 საჯარო სკოლა





ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 7

არქივი

2023-07

2023-05

2023-04