2022-07-30
მიმდინარე წლის 28-29 ივლისს გაიმართა ზოგადი განათლების რეფორმის შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია, რომელიც ეხებოდა სკოლებში 2021-2022 სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესს.
სასკოლო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო მოხსენებების სახით შეჯამდა ზოგადი განათლების რეფორმით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულება.
კონფერენციაზე წარვადგინე ჩემ მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალება - პრეზენტაცია
კონფერენციაზე მოვისმინე ბევრი საინტერესოდ განხორციელებული დავალება, მივიღე დიდი გამოცდილება, რასაც მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ.
კონფერენცია გაიმართა ონლაინ რეჟიმში, ფოტო კონფერენციიდან:
მადლობა ეროვნული კონფერენციის ორგანიზატორებს.