მიმდინარე სასწავლო წელს კურიკულუმით გათვალისწინებული მაქვს მერვე კლასში სამი კომპლექსური დავალების შესრულება, ერთი პირველ სემესტრში და ორი მეორეში.
მიმდინარე სასწავლო წლის 28 ნომებერს მერვე გ კლასში წარვადგინე კომპლექსური დავალება - საოჯახო ბიზნესი.
კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა ოჯახის ბიზნესის გაფართოებას, კერძოდ ჰელიუმის გამოყენებით გაბერილი ბურთების გაყიდვის მეშვეობით.
დავალება ითვალისწინებდა ყოველგვარი ხარჯების, მათ შორის საგადასახადო და საბანკო გადასახადების ანგარიშს და პროცენტულ გათვლებს.
მოსწავლეთა უმეტესმა ნაწილმა დავალების შესრულებას საკმაოდ კარგად გაართვა თავი და პრეზენტაცია წარმოადგინა მაღალ დონეზე შესრულებული ნახატებით გაფორმებული შეკრული თაბახის ფურცლების სახით.
თუმცა მოსწავლეთა ნაწილმა მხოლოდ მარტივი ანგარიშის შესრულებით წარმოადგინა პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა იმუშავეს დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად.
ყველა მოსწავლემ შეასრულა დავალება და მიიღო განმავითარებელი შეფასება.
კომპლექსური დავალების ბარათი - საოჯახო ბიზნესი