2017-12-23



მილენიუმის პირველი მოდულის ტრენინგის მეორე სამუშაო შეხვედრის ჩატარება დამევალა. სამუშაო შეხვედრა ჩატარდა რატევნის საჯარო სკოლაში 2017 წლის 23 დეკემბერს, დღის 12 საათზე.

მეორე სამუშაო შეხვედრის მიზანი:

  1. მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვის შედეგების წარდგენა;
  2. შემდგომი ტრენინგის წინა საკითხავი მასალის გაცნობა და დამუშავება.

აქტივობა 1:

რეკომენდებული დრო: 1 სთ. 30 წთ.

ინსტრუქცია:

მეორე სამუშაო შეხვედრაზე კოლეგებმა წარუდგინეთ ერთმანეთს პრაქტიკაში განხორციელებული აქტივობების შედეგები:

  1. მიაღწიეთ თუ არა დასახულ მიზანს?
  2. რა გამოგივიდათ კარგად, რას შეცვლიდით
  3. შეცვალეთ თუ არა გეგმის რომელიმე ნაწილი სამუშაო პროცესში, როგორ და რატომ?
  4. როგორ შეაფასებდით თქვენ მიერ მიღწეულ შედეგებს?
  5. რას ურჩევდით კოლეგებს განხორციელებული აქტივობებიდან გამომდინარე?

შეხვედრის პირველი ნაწილი ძალიან პროდუქტიული გამოვიდა, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენს მიერ გამოყენებული პრაქტიკული აქტივობები სკოლაში. საუბარმა გვიჩვენა რომ ასეთი შეხვედრები საჭიროა და ძალიან მნიშვნელოვანი.

აქტივობა 2:

რეკომენდებული დრო: 1 სთ. 30 წთ.

ინსტრუქცია:

გადანაწილდით მცირე ჯგუფებში; წინასატრენინგო მასალიდან თითოეულმა ჯგუფმა შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო მასალა. გაეცანით მასალას ჯერ ინდივიდუალურად (კითხვისას ჩაინიშნეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები). ტექსტის დამუშავების შემდეგ ჯგუფის წევრებმა ერთად გაეცით პასუხი შემდეგ კითხვებს:

  1. რა იყო თქვენთვის მნიშვნელოვანი და რატომ?
  2. რას გამოიყენებთ პრაქტიკაში?

ჯგუფში ვიყავით ათი პედაგოგი, გადავნაწილდით ორ ჯგუფად, ავირჩიეთ თემები წინასატრენინგო მასალიდან:

  1. განმავითარებელი შეფასება;
  2. გენდერული თანასწორობა.

თითოეულმა ჯგუფმა წარმოვადგინეთ პრეზენტაცია არჩეული თემის ირგვლივ, შემდეგ გაიმართა დისკუსია.

მოცემულ კითხვებს ყველამ გავეცით პასუხი დადებითი, რაც მთავარია პრაქტიკაში მისაღები.

შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა.

სურათი შეხვედრიდან:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 200

საიტზე იმყოფება: 23

არქივი

2024-01

2023-12

2023-10