2022-04-05



ჩემს კოლეგას, მარინე ღვედაშვილს დავესწარი გაკვეთილზე V კლასში, მოსწავლეებმა გააკეთეს კომპლექსური დავალების პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას. მოსწავლეები დაყოფილნი იყვნენ ჯგუფებად.

თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა ამოცანის პრეზენტაცია საკუთარი ფანტაზიით, მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ დავალება მაკეტის სახით, სადაც გამოყენებული ჰქონდათ სხვადასხვა ზომის და ფორმის გეომეტრიული ფიგურები. შესანიშნავად ჰქონდათ ადგილმდებარეობა განსაზღვრული.

მოსწავლეები დამაჯერებელ პასუხებს სცემდნენ დასმულ კითხვებს. პასუხობდნენ კიდევ სად გამოიყენებდნენ მიღებულ გამოცდილებას და რას შეცვლიდნენ საჭიროების შემთხვევაში ან რას დაამატებდნენ.

მასწავლებელს სსსმ მოსწავლისთვისაც ჰქონდა მოდიფიცირებული დავალება, თუმცა მოსწავლე არ გამოცხადდა გაკვეთილზე.

საერთო ჯამში მინდა ავღნიშნო, რომ პრეზენტაციის დროს ჩანდა მოსწავლეთა უმრავლესობის ჩართულობა, დაცული იყო რეგლამენტი.

მოსწავლეები შესანიშნავად გავიდნენ შედეგზე არსებული კომპლექსური დავალების პირობებში.

1.04.2022 წ. ნინა კოდიაშვილი

პრეზენტაციის ამსახველი ფოტო:






ინფორმაცია

თემების რაოდენობა: 193

საიტზე იმყოფება: 5

არქივი

2023-07

2023-05

2023-04