მასწავლებლების ახალი სქემის თანახმათ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უფროსმა მასწავლებელმა უნდა წელიწადში ერთხელ გაიაროს ოცსაათიანი სავალდებულო ტრენინგი.
2021-2022 სასწავლო წლის ბოლოს ავირჩიე სავალდებულო ოცსაათიანი ტრენინგი - STEAM-ის შესწავლა.
STEAM ტრენინგს უძღვებოდა ბატონი დავით სონღულაშვილი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა რომ უამრავი რამ ვისწავლე, განსაკუთრებით ელექტრული წრედები და თუ წრედების დაპროგრამება იყო შესაძლებელი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი - მადლობა ბატონ დავითს ასეთი საინტერესო ტრენინგისთვის.
გარდა STEAM სავალდებულო ტრენინგისა მონაწილეობას ვღებულობ განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ STEAM პროექტის განხორცილებაში, ამ პროექტის შეხვედრებსაც უძღვება ბატონი დავითი და მინდა ავღნიშნო რომ დიდი პრაქტიკა და გამოცდილება მივიღე. მადლობა პროექტის ორგანიზატორ ბატონ გიორგი ლომიძეს და ბატონ დავითს კიდევ ერთხელ.