2020-03-28
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო შეწყვეტილია სკოლებში სწავლის პროცესი. დაგვევალა Teams - ში მუშაობის ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. მინდა ავღნიშნო რომ ინტერნეტის და ტექნიკური აღჭურვილობის მხრივ რაიონებში მოსწავლეების მხრიდან არასახარბიელო მდგომარეობაა, არ ვიცი ამის მოგვარება რამდენად შესაძლებელია, მაგრამ მასწავლებელი უნდა იყოს ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული.
მოვიძიე ვიდეო ინსტრუქციები ოფისი 365 ის ცნობარებით, შემდგომ გავაგრძელე ძიება youtube.com - ზე, ჩემდა გასაკვირად ბევრი საინტერესო საკითხი ვიპოვე და მათი ორგანიზების მიზნით გადავწყვიტე ვიდეო გალერეა გამეკეთებინა YOUTUBE - ის ბაზაზე ჩემი ბლოგისთვის.