STEAM ის შესახებ საინფორმაციო შეხვედრის შემდეგ მივიღეთ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც მსურველ სკოლას შეეძლო განეხორციელებუნა მოსწავლეებთან და მიიღებდნენ ყველანაირ მხარდაჭერას პროექტის განხორციელების მსვლელობისას. ავირჩიეთ სასურველი პროექტი - ეკრანზე გამოსახულების მიღება.
მიმდინარე წლის 18 აპრილს ჩატარდა პირველი კონსულტაცია - არჩეულ სამ პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პროექტიც არის.
პროექტის ხელმძღვანელები არიან: ბატონი დავით სონრულაშვილი და ქალბატონი მარეხ მაზანაშვილი, აგრეთვე მათემატიკური ნაწილის წამყვანი ქალბატონი ნინო მარდალეიშვილი.
შეხვედრამ მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა, აგვიხსნეს პედაგოგებს საიტზე მუშაობა - შესავალი ნაწილი, წრედების შეკვრა და არდუინოს მუშაობის პრინციპი.
კონსულტაციები ჩატარდება ყოველ ორშაბათს, საღამოს 6 საათზე, დაინტერესება დიდი გვაქვს.
ჩვენს სკოლაში პროექტს ვანხორციელებთ სამი მასწავლებელი - ორი მათემატიკის, მე და ნინო კოდიაშვილი და ფიზიკის მასწავლებელი ლია გაბუნია, სამივე დავესწრებით კონსულტაციებს.
შეხვედრის ამსახველი ფოტო:
